ტვირთისა და საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის  ერთჯერადი დაზღვევა ალდაგისგან

ტვირთისა და საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა ალდაგისგან

access_time2022-06-22 14:55:29

კორპორატიული დაზღვევის ბიზესში სადაზღვევო კომპანია ალდაგი საქართველოში წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით (31%), ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და საერთაშორისო გადამზღვეველი პარტნიორების რეპუტაციით. ახალი შეთავაზება ალდაგს ამჯერად გადამზიდველი კომპანიებისთვის აქვს, რომელზეც ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ძნელაძე გვესაუბრა.


რამდენადაც ვიცით, ახალი პროდუქტია საგზაო გადამზიდველების პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა, რას გულისხმობს და ვისთვის არის კონკრეტულად ?

საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა (CMR კონვენციის შესაბამისად) –  ეს  არის ალდაგის ახალი პრუდუქტი გადამზიდველი კომპანიებისთვის. საგზაო გადაზიდვების ერთჯერადი დაზღვევა უშუალოდ განკუთვნილია ერთეული გადაზიდვისთვის.

უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ერთჯერადი დაზღვევა კონკრეტული ლიმიტის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ანაზაღაურების ოდენობა ტვირთის განადგურების ან დაზიანების შედეგად მიყენებული დანაკარგის შესაბამისად განისაზღვრება. ჩვენი პროდუქტის დაფარვის არეალი დამზღვევმა შესაძლოა საჭიროებისამებრ აირჩიოს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი/ ან ევროპისა და დსთ-ს ქვეყნები.

პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ მისი შეძენა დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. პოლისი თითოეულ გადაზიდვას ერთჯერადად ფარავს და პრემია საკმაოდ დაბალია რისკის იმ მასშტაბთან შედარებით, რასაც გადაზიდვების სფერო მოიცავს.



რატომ გახდა ამ პროდუქტის შექმნა საჭირო?

პროდუქტის შექმნის საჭიროება ჩვენმა გამოცდილებამ და  უშუალოდ მომხმარებლების საჭიროებებმა გვიჩვენა.ზოგადად, აქტიურ საგზაო გადამზიდველი მუდმივად სჭირდებათ CMR კონვენციის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, მაგრამ გაჩნდა ერთჯერადი გადაზდვის დაზღვევის მოთხოვნაც, რასაც შესაბამისი პროდუქტით ვუპასუხეთ.



არის თუ არა ბაზარზე  მსგავსი პროდუქტი გადამზიდავებისთვის?

საგზაო გადამზიდავებისა თუ ექსპედიტორებისთვის ბაზარზე საკმაოდ ბევრი პროდუქტია ხელმისაწვდომი და ამ სფეროში გამოცდილებაც საკმარისად დაგროვდა, თუმცა ამ ფორმით პასუხისმგებლობის დაზღევა ბაზრისთვის სიახლეა. მომხმარებელს აღარ უწევს ერთწლიანი პოლისის შეძენა ერთჯერადი გადაზიდვის შემთხვევაში, რადგან სწორედ ამ პროდუქტით შეძლებს დააზღვიოს ერთი კონკრეტული გადაზიდვა წინასწარ განსაზღვრული პირობებით. ანუ დღეს გადამზიდველებისთვის ერთჯერად მოთხოვნაზე დათვლილი პროდუქტი მხოლოდ ალდაგშია ხელმისაწვდომი.




გარდა ერთჯერადი მომსახურებისა, რა ტიპის პროდუქტებს სთავაზობთ პასუხისმგებლობის დასაზღვევად გადამზიდველ კომპანიებს?

პირველ რიგში, ეს არის საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა CMR კონვენციის შესაბამისად. ამ პროდუქტის ფარგლებში, ანაზღაურდება ზარალი, რომლის გადახდის ვალდებულება გადამზიდველ კომპანიას CMR კონვენციის შესაბამისად საგზაო გადაზიდვების შესრულების პროცესში ტვირთის ფიზიკური დაზიანების გამო წარმოეშვება.   

გარდა ამისა, როცა გადამზიდველი კომპანიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ექსპედიტორებისა და გადამზიდველების პასუხისმგებლობის (FFL) დაზღვევა. დაზღვევის ეს სახეობა შუამავლებისათვისაც არის განკუთვნილი. დამკვეთსა და ტვირთის მფლობელს შორის, შუამავალი ექსპედიტორი კომპანიაა. აღნიშული პოლისი ფარავს როგორც ტვირთის დაზიანებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას, ასევე ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის ხარჯებს.



რამდენად დიდია მოთხოვნა ტვირთების დაზღვევაზე?

ტვირთების დაზღვევაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ტვირთების დაზღვევის ნაწილში, 2021 წლის მდგომარეობით, ალდაგს ბაზრის 37%-ს უჭირავს. რაც შეეხება ტვირთებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობის დაზღვევას, რომელშიც როგორც ექსპედიტორების, ასევე გადამზიდველების პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთიანდება, ალდაგის ბაზრის წილი, კორპორატიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ნაწილში - 35%-ს შეადგენს.



რა სახის ტვირთებისა და მარშრუტების დაზღვევაა შესაძლებელი?

მომხმარებელს ყველანაირი ტვირთის დაზღვევა შეუძლია, იქნება ეს ტექნიკა, სამშენებლო მასალები, ღვინო და ა.შ. თუმცა არსებობს ისეთი გამონაკლისები, რომლებიც დაზღვევას არ ექვემდებარება, ასეთებია მაგალითად: ფასიანი ქაღალდები და დოკუმენტაცია, აკრძალული მედიკამენტები და სხვა. მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი მარშუტის დაზღვევა შეგვიძლია, ცხელი წერტილების გარდა. რაც შეეხება დაფარვებსა და რისკებს, დაზღვევა ისეთ რისკებს მოიცავს, როგორიცაა აფეთქება, ხანძარი, ძარცვა, ყაჩაღობა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, შეჯახება, ჩამოვარდნა, ჩაძირვა, სტიქიური უბედურებები, უშუალოდ კონტეინერის დაზიანება/განადგურება/დაკარგვა.


 

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს მფლობელი, ტვირთის დაუზღვევლობის შემთხვევაში?

ტვირთს, ტრანსპორტირების პროცესში, ძალიან ბევრი საფრთხე შეიძლება შეექმნას. არავინ არ არის დაზღვეული, რომ გადატვირთვისას ან ჩამოტვირთვისას, ტვირთი არ დაზიანდება,

არის შემთხვევები, როდესაც მარშუტი არის კომბინირებული და რამდენიმე ტიპის გადატვირთვას გულისხმობს: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, ასეთ დროს დიდია იმის ალბათობა, რომ ტვირთი დაზიანდეს, სწორედ ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ალდაგი დაზღვევით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ტვირთების დაზღვევის პოლისებს სთავაზობს, რომელიც განსაკუთრებულია იმ ნაწილშიც, რომ ჩვენთან დაზღვეული ტვირთი დაცულია ჩატვირთვის მომენტიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლისა და ჩამოტვირთვამდე.



რა გამოარჩევს ალდაგს ტვირთების დაზღვევის კუთხით სხვა კომპანიებისგან/ სხვა კომპანიის იმავე პროდუქტებისგან?

პირველ რიგში -  გამოცდილება. ასევე, ჩვენთან ტვირთის დაზღვევა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელსაც ანდერაიტინგის საერთასორისო ასოციაცია ითვალისწინებს.

ალდაგის გამორჩეულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ გვაქვს  შესაძლებლობა, ტვირთის დაზღვევის დროს საერთაშორისო რესურსები გამოვიყენოთ და იმდენად მოქნილები ვიყოთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დაზიანებული ტვირთები, ჩვენმა პარტნიორებმა ევროპაში, კომპეტენტურად შეაფასონ, რაც ყველა მომხმარებლისთვის არის კომფორტი, იმიტომ რომ ეს არის დროისა და ხარჯების ეკონომია, და რაც მთავარია ზიანის ანაზღაურების მოქნილი სისტემა.



(R)


თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up