ტვირთების ტრანზიტზე 700%-ით გაზრდილი მოთხოვნიდან საქართველო მხოლოდ 5%–ს უზრუნველყოფს - IVEX LOGISTICS

ტვირთების ტრანზიტზე 700%-ით გაზრდილი მოთხოვნიდან საქართველო მხოლოდ 5%–ს უზრუნველყოფს - IVEX LOGISTICS

access_time2022-03-30 11:00:17

რუსეთ-უკრაინის ომმა საერთაშორისო გადაზიდვები რადიკალურად შეცვალა. თუკი წინა წლებში ქართველი გადამზიდავები მოთხოვნის სიმცირეზე წუხდნენ,  საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გატარებას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ამაოდ ცდილობს. სატრანსპორტო პოტენციალის გაფართოებისთვის უზარმაზარ შანსს ქვეყანა რეალურად ვერ იყენებს. როგორც ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდავი კომპანია IVEX LOGISTICS-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, არ არსებობს საკმარისი რესურსი, რომ ქვეყანა ტვირთბრუნვის გაზრდას მოემსახუროს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


მთავარი მიზეზი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონაა, რის გამოც მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი მინიმალურ დონეზეც ვერ უზრუნველყოფს.


,,მოთხოვნა დიდია, მაგრამ რესურსი არანაირი არ გვაქვს. წლებია, ამ სფეროში აქტიურად ვმუშაობთ და სერვისებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოგვარდა. სახმელეთო და საპორტო მიმართულებით  დიდი შეფერხებებია იმის გამო, რომ გამტარუნარიანობა მცირეა და ინფრასტრუქტურა - მოშლილი. რეალურად საქართველოს პორტები არ იძლევიან საშუალებას, მოემსახურონ ტვირთებს. რკინიგზა ფაქტობრივად ცალკე მდგომი სტრუქტურაა თავისი ბიუროკრატიით და მაღალი ტარიფებით, რის გამოც მასთან ურთიერთობას ვერიდებით როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიებიც.  ამ დროს უზარმაზარი მოთხოვნაა, დაგვემატა აზიის ქვეყნები, რომლებსაც უნდათ ევროპაზე გასვლა, მაგრამ ფიზიკურად  ვერ ვიღებთ შეკვეთებს, მოთხოვნა ერთბაშად 700%–ით გაიზარდა,  მაგრამ ჩვენ  5%-ზე მეტს ვერ ვაკმაყოფილებთ, დანარჩენი იკარგება.  უზარმაზარ შესაძლებლობას ვკარგავთ. მარტო ჩემი კომპანიის მაგალითით არ ვსაუბრობ, მთლიანად სექტორში ასეთი მძიმე მდგომარეობაა. ტვირთების უდიდესი ნაწილი მოძრაობს ირანი-თურქეთის გავლით, რაც ამ მოცემულობაში საქართველოს ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს. გადაზიდვები ფიზიკურად ვერ ხერხდება. შეკვეთები კოლოსალური რაოდენობითაა, რომელსაც ვერც ერთი საზღვაო ხაზი, ვერც ტერმინალები ვერ იღებენ.  ტვირთები დროში ყოვნდება, რაც ქმნის ნეგატიურ ჯაჭვს, რითაც უკმაყოფილო რჩებიან დამკვეთები“, - ამბობს ლევან თათარაშვილი ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება ფასებს, LOGISTICS-ის დირექტორის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე სახმელეთო გადაზიდვები 2-4%-ის ფარგლებშია გაძვირებული, საზღვაო მიმართულებაში ფასმა დაახლოებით 1,5-2 %-ით მოიმატა, ხოლო საჰაერო გადაზიდვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი  30-35%-ს შეადგენს.



გადაზიდვებთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ დათო გოჩავა, ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი.


,,რკინიგზის ხაზებზე ელემენტარულად შუქნიშნებიც არ ფუნქციონირებს. მოსაგვარებელია ეს საკითხი, რაზეც უკრაინის ომამდეც ვწერდით. იმის მიხედვით, რაც ხდება, ჩვენ ვერ შევძლებთ მომატებული ტვირთნაკადების ათვისებას, პრობლემა გვექნება. თეორიულად დასაშვებია, მაგრამ რესურსი არ არის.  როდესაც ამბობენ, რომ  სატესტო რეჟიმში მუშაობს ყარსის რკინიგზა, ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურად გახსნილი არ არის, ნებართვა არ აქვთ.  არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. არის ერთი მომენტი, რომ ერთობლივი საწარმო უნდა შეიქმნას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უნდა იყოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მოიზიდოს ინვესტორები, ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მრავალი საკითხია შესასწავლი, რომ  ვიცოდეთ, რაც  სარკინიგზო ხაზზე ხდება. სისტემა სრულიად  გაუმჭვირვალეა. გვესმის მოწოდება, რომ უნდა ავითვისოთ ტვირთები, მაგრამ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რამდენად არის მზად, ფიზიკურად უნდა შემოწმდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ავითვისოთ ტვირთნაკადები და მოდერნიზება მოვახდინოთ. სხვა გზა არ გვაქვს, როცა ამხელა შანსი ეძლევა ქვეყანას“, - ამბობს გოჩავა.


ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის სამშაბათის სხდომაზე ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, წერს რუსული სააგენტო ТАСС.

 

მისი თქმით, საექსპორტო ტვირთები ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე გადამისამართდება. ამ მიმართულებით შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ერთობლივი საწარმო. მისი ამოცანა ამ მარშრუტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება.


ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ავღანეთის მთავრობამ, რომელიც თავის პროდუქციას ევროპის მიმართულებით პირველად აგზავნის მას შემდეგ, რაც ხელისუფლება თალიბანმა ჩაოგდო ხელში.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up