,,თოლიას“ პროდუქცია საშუალოდ 12%–ით გაძვირდა

,,თოლიას“ პროდუქცია საშუალოდ 12%–ით გაძვირდა

access_time2022-05-06 15:00:49

მიმდინარე თვეში ,,თოლია“ ვაკის პარკში ახალ სანაყინეს ხსნის. წელს ეს რიგით მესამე სანაყინეა. გარდა ახალი ობიექტისა, „თოლიამ“  გაყიდვებში რამდენიმე ახალი გემოს ნაყინი ჩაუშვა. როგორც ,,თოლიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ლომთაძე  ამბობს, ასორტიმენტს დაემატება ახალი პროდუქტები: ცივი და ცხელი ყავა, მაფინები და სხვადასხვა დასახელების ნამცხვარი, რომელთა შეძენას მალე ნებისმიერ სანაყინეში შეძლებს მომხმარებელი.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


ასორტიმენტის ზრდასთან ერთად, მოიმატა ნაყინის ფასმაც, რასაც ლომთაძე წარმოების გაზრდილ ხარჯს უკავშირებს. ,,თოლიას“ პროდუქცია საშუალოდ 12%-ით გაძვირდა. ცვლილება ყველა დასახელების ნაყინს შეეხო.


„თოლიას“ საქმიანობა ნაყინის ბაზარზე შეგვიძლია დავყოთ 2 ძირითად მიმართულებად, ეს არის: ინდუსტრიული ნაყინი და „თოლიას“ სანაყინეების ქსელი. ამ ორივე მიმართულებაში გვაქვს სიახლეები. ინდუსტრიული ნაყინის მიმართულებით, ასორტიმენტში დამატებულია მარწყვის ახალი გემო, ასევე  პრემიუმ კლასის ნაყინის ,,ინდიგოს“  ორი ახალი გემო ნუშისა და  თხილის ნაყინები. ამასთან, აქტიური მიმართულებაა ჯაფის ფორმატის  ,,თოლიას“ სანაყინეები, რომელიც წელს  თავისუფლების მოედანზე  და ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა. ძალიან მალე განახლებული სანაყინე დაახლოებით სამ კვირაში გაიხსნება ვაკის პარკში. სანაყინეებში ასევე ახალი პროდუქტები დაემატა, ცხელი ყავა და ძალიან მალე უკვე სხვადასხვა დასახელების ნამცხვარი და მაფინები“, - ამბობს სანდრო ლომთაძე ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება გლობალური პროცესების გავლენას, მისივე ინფორმაციით, ეს არის გაძვირებული ნედლეული, რის გამოც კომპანიაში ფასების კორექტირება მოახდინეს.


,,სხვადასხვა დასახელებაზე განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლით შეიცვალა ფასი, საშუალოდ ეს არის 12%-იანი ზრდა, რაც ძირითადად თვითღირებულების გაზრდილ ხარჯს უკავშირდება. ეს გამოიწვია ნედლეულის გაძვირებამ, რის გამოც იძულებული გავხდით,  პროდუქტი გაგვეძვირებინა, ფასების შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. ჩვენ უკვე შესყიდული გვქონდა ნედლეული და ამ ეტაპზე უშუალოდ ომის გამო პრობლემა არ შეგვქმნია.  იმპორტიც მეტნაკლებად დივერსიფიცირებულია, რაც მთავარია, რუსეთი არ არის მომწოდებელი, რაც სტაბილურობის მეტ გარანტს წარმოადგენს“, - აცხადებს სანდრო ლომთაძე.


შეგახსენებთ, რომ ,,თოლია“ ქართულ ბაზარზე 25 წელია ოპერირებს  და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 68 დასახელების ნაყინს უშვებს.


რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით ფილიალების რაოდენობა 25-ს შეადგენს. თბილისის გარდა, ,,თოლიას“ სანაყინეები  მუშაობენ  ბათუმსა და ქუთაისში.


კომპანიაში 450-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up