„ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა - Reuters

„ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა - Reuters

access_time2022-12-13 11:40:46

კომპანია „ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.


მათივე ცნობით, შესაბამისი ელექტრონული წერილი საბჭოს წევრებს დაეგზავნათ.


„როდესაც „ტვიტერი“ გადადის ახალ ფაზაში, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შემოვიტანოთ საუკეთესო გარე ანალიზი ჩვენს პროდუქტში და პოლიტიკის შემუშავებაში. ამ პროცესის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, რომ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო არ არის საუკეთესო სტრუქტურა ამის გასაკეთებლად. ჩვენი მუშაობა სწრაფად და აქტიურად, როგორც არასდროს მიიწევს წინ, რათა ტვიტერი იყოს უსაფრთხო, ინფორმაციული სივრცე. მივესალმებით მომავალში თქვენს იდეებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საბჭოს წევრებმა მიიღეს.



როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, „ტვიტერზე“ საბჭოს გვერდი წაიშალა.


ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო იყო მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, რათა კონსულტაცია გაეწია სოციალური მედიის პლატფორმისთვის. საბჭო დაკომპლექტებული იყო სამოქალაქო უფლებადამცველი ორგანიზაციების, აკადემიური და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებით.


მას შემდეგ, რაც „ტვიტერს“ ილონ მასკი ჩაუდგა სათავეში, კომპანიაში თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი, 3 700 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ათასზე მეტმა თანამშრომელმა სამსახური თავად დატოვა, მათ შორის, ნდობისა და უსაფრთხოების განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, იოელ როთმა. გასულ კვირას ნდობისა და უსაფრთხოების საბჭოს სამი წევრი გადადგა. ამის მიზეზად მათ „ტვიტერის“ მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება დაასახელეს.


1tv,ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up