„ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლებო ანგარიშის მასალა შეზღუდა, მათ შორის ვლადიმირ პუტინი. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ტვიტერის“ განცხადებით, აღნიშნული ანგარიშები აღარსად შეგხვდებათ - მათ შორის საიტის სიახლეების ზოლსა და შეტყობინებებში.
BBC-ის ცნობით, მოცემულ ანგარიშებს უკრაინის ომის დროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია საშუალებებისგან განსხვავებით, ისინი აქამდე „ტვიტერის“ კონკრეტულ შეზღუდვებს არ ექვემდებარებოდნენ.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „ტვიტერი“ მკაცრად შეზღუდულია რუსეთში. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ მიიღებს ზომებს, რომელიც „შეზღუდავს წვდომას ღია ინტერნეტზე, სანამ ის შეიარაღებულ კონფლიქტში იქნება ჩართულნი“.