გერმანულმა სანადირო ტერიერმა ფრენის დროს თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში კატა დაკბინა. სანკტ-პეტერბურგიდან კალინინგრადის მიმართულებით ფრენის დროს ავიაკომპანია „რასიას“ ბორტზე ძაღლმა მოახერხა სათავსოდან გამოსვლა, ფაქტიურად კბილებით გაარღვია კონტეინერი, რომელშიც კატა სახელად ამანდა იყო მოთავსებული. ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლებმა შეამოწმეს ცხოველების ტრანსპორტირების განკუთვნილი კონტეინერი და საიმედოდ მიიჩნიეს.
ავიაგადამზიდავმა „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა, რომ თავდაპირველად კატასა და ძაღლს შორის ვიზუალური კონტაქტი არ ყოფილა, მათი ტრანსპორტირება თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციებზე ხდებოდა.
ინციდენტის შემდეგ, ავიაკომპანიამ მგზავრებს ურჩია „გამოიყენონ მხოლოდ ნებადართული გადამზიდი კონტეინერები და გალიები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველების ტრანსპორტირებისთვის, ცხოველისთვის შესაფერისი მახასიათებლებით და დამზადებული გამძლე მასალისგან.
კატის პატრონმა პრეტენზია წაუყენა ავიაკომპანიას. ის მიიჩნევს, რომ კატა ძაღლის გვერდით დასვეს, რაც ცხოველების გადაყვანის წესებით აკრძალულია.