თვითმმართველობის არჩევნები ბიუჯეტს 56 მილიონ ლარამდე უჯდება

თვითმმართველობის არჩევნები ბიუჯეტს 56 მილიონ ლარამდე უჯდება

access_time2021-10-30 10:57:20

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტური სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 56 მილიონი ლარი უჯდება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, 30 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 11.7 მილიონ ლარამდე გამოყო. აქედან შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 7.1 მილიონს, მომსახურებაზე 3 მილიონს, ხოლო სხვა ხარჯები 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება არჩევნების პირველ ტურს, 2 ოქტომბრის არჩევნების ორგანიზება-ჩატარებაზე ცესკოს ბიუჯეტიდან 44.1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

არჩევნების მეორე ტური, 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და 15 თვითმმართველ თემში გაიმართება. მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ასევ 24 საარჩევნო ოლქში. თბილისის მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ არჩევნების გაციფრულებით ბიუჯეტი მილიონობით თანხას დაზოგავს. მათი განმარტებით, არჩევნების გაციფრულება მის ბლოკჩეინ სისტემით ჩატარებას გულისხმობს. ბლოკჩეინ არჩევნები ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებადაა აღიარებული, თუმცა მისი დანერგვა საქართველოს საარჩევნო სისტემაში, როგორც ჩანს, არც ხელისუფლებას სურს და არც ოპოზიციას.


ციფრული ეკონომიკის მესვეურები და ტრადიციული ეკონომიკის სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ბლოკჩეინ სისტემის ამოქმედებით არჩევნების გაყალბების შანსი ნულს უტოლდება და გამოათავისუფლებს საარჩევნო ხარჯს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მათივე რეკომენდაციით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას დაზოგილი მილიონები მივმართოთ ბევრად საჭირო პროგრამებზე, როგორიცაა სოციალური პროგრამები, საგანმანათლებლო და სხვა, რაც ქვეყნის ეკონომიკას ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს.




ციფრული არჩევნები კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება პანდემიისას, რადგან ხმის მისაცემად ხალხის მობილობა არ იქნება საჭირო, რაც კორონავირუსის გავცელების რიკს არჩევნების მიზეზით ნულამდე დაიყვანს.


ექსპერტების მტკიცებით, მხოლოდ ციფრული არჩევნებით იქნება გარანტირებული დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია, ყველაზე ეკონომიურიც. გარდა იმ სიკეთისა, რომ ბლოკჩეინ არჩევნებში ანულირდება საარჩევნო ხარჯი, რითაც ბიუჯეტი სოლიდურ თანხას დაზოგავს, ექსპერტების თქმით, ციფრულ არჩევნებში ჩართვა შეეძლებათ ემიგრანტებსაც, აფხაზ და ოს ძმებსაც, რაც ჩვენს ინეგრაციას შეუწყობს ხელს. 


შეგახსენებთ, 2019 წლის პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდა. უშუალოდ საარჩევნო ღონისძიებებზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. დანარჩენი 15 მილიონი კი, ბიუჯეტს პოლიტიკური პარტიების შენახვა დაუჯდა.  ცესკომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 42,760,652 ლარი დახარჯა.


ავტორი: ბელა გელაშვილი.

წყარო: ბიზნეს ფორმულა 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up