Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ ახალი სოციალური ქსელი გახსნა, სახელწოდებით Bluesky Social. სანამ ქსელი ბეტა რეჟიმშია, დორსი პროექტისთვის დეველოპერებს ეძებს.
Bluesky Social მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიტანონ ანგარიშები სხვა სოციალური ქსელებიდან ყველა მონაცემით, აღნიშნავს Business Insider.
Bluesky Social განსხვავდება სხვა სოციალური ქსელებისგან საკუთარი AT პროტოკოლის ალგორითმის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით და ასევე პოზიციონირებს როგორც დეცენტრალიზებულ მედია პლატფორმას.
ჯეკ დორსი აღნიშნავს, რომ მისი ახალი პროექტი კონკურენციას ყველა არსებულ სოციალურ ქსელს გაუწევს.
ჯეკ დორსმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო 2022 წლის მაისში დატოვა. 2021 წლის ნოემბერში დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.
28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.