Twitter Inc.-მა დამოუკიდებელ კომპანიად არსებობა შეწყვიტა და ახლადშექმნილ X Corp.-თან ერთიანდება, რამაც გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, თუ რას აპირებს ილონ მასკი სოციალური მედიის პლატფორმაზე. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ეხებოდა ლორა ლომერის მიერ გასულ წელს შეტანილ სარჩელს Twitter-ისა და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, წინააღმდეგ, ცნობილი გახდა, რომ Twitter „აღარ არსებობს" X Corp.-თან შერწყმის შემდეგ.
ჯერჯერობით უცნობია თუ რას გეგმავს ილონ მასკი ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, თუმცა მას წარსულში გაცხადებული ჰქონდა, რომ სურდა Twitter-ის ყოვლისმომცველ აპლიკაცია X-ად გარდაქმნა. მისი გეგმები გულისხმობდა, Twitter-ის ჩინური WeChat-ის მსგავს სუპერ აპლიკაციად გარდაქმნას, რომელიც გამოიყენება მრავალმხრივი მიზნებისთვის, მათ შორის გადახდებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ბილეთების დაჯავშნისთვის, შეტყობინებების გაგზავნისა და სხვა.
კომპანიების შერწყმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით Twitter კომენტარს არ აკეთებს.