თხილის დაბალი ხარისხის გამო საქართველო ათობით მილიონ დოლარს კარგავს

თხილის დაბალი ხარისხის გამო საქართველო ათობით მილიონ დოლარს კარგავს

access_time2021-04-03 13:50:08

საქართველო დღეს მსოფლიოში თხილის ექსპორტიორთა ტოპ-5-ში შედის, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფაროსანას შემოსევამდე ის მეორე ადგილზე იყო.

 

თხილის ასეთ წარმატებას ხელი ნიადაგმა,  შესაფერისმა კლიმატურმა პირობებმა, კარგმა საინვესტიციო კლიმატმა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა, ზღვაზე გასასვლელმა და კარგმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ შეუწყო. შედეგად, საქართველო თხილის მოყვანის თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ასევე მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისთვისაც გახდა - ისეთებისთვის, როგორც Ferrero, Olam და  Camille Bloch.

 

2020 წელს თხილის ექსპორტმა საქართველოს 80 მლნ. დოლარის შემოსავალი მოუტანა, თუმცა, ქვეყანას ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს - 2017 წელს ეს მაჩვენებელი 170 მლნ. დოლარს შეადგენდა. საქართველოდან თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში მიდის.

 

მაგრამ ამის ყველაფრის მიუხედავად, საქართველო თხილს სტაბილურად, მსოფლიო ფასებზე იაფად ყიდის. ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება საშუალოდ 13%-ით დაბალია ვიდრე სხვა ქვეყნებიდან.

 

სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი დაბალი ხარისხია, განსაკუთრებით ფაროსანას შემოსევის შემდეგ. სხვაობა ქართულ და საერთაშორისო ფასებს შორის 2016 წლის შემდეგ გაორმაგდა.

 

ფარული სიდამპლე, ჭარბი მჟავიანობა და ტოქსინების მაღალი შემცველობა  - ეს ძირითადი პრობლემებია, რომლებსაც თხილის ქართველი მწარმოებლები ებრძვიან. ამის ნიშანია საექსპორტო საქონლის დაბრუნების მაჩვენებელი - საქართველომ, რომელზეც მსოფლიო ექსპორტის 6% მოდის, თურქეთს გაუსწრო, რომელიც თხილის გლობალური ბაზრის 65%-ს აკონტროლებს.  ამდენად, სიტუაცია ცალსახად შემაშფოთებელია.

 

ყოველი დაბრუნებული საექსპორტო პარტია არა მხოლოდ დანაკარგია კონკრეტული ექსპორტიორისთვის, არამედ დარტყმა ქვეყნის რეპუტაციაზე.


 

ექსპორტიორის მაია მიქავას თქმით, შემოწმება ტოქსინებზე ყოველი საექსპორტო პარტიისთვის სავალდებულო უნდა იყოს.

 

„დღეს ასეთი ანალიზები მხოლოდ ევროპული მხარის მოთხოვნით კეთდება. პროდუქციის დაბრუნება დიდ ზარალთანაა დაკავშირებული მთელ პარტიის უტილიზების და შემოსავლის დაკარგვის გარდა, ეს სატრანსპორტო ხარჯებიცაა. მაგრამ ამ რისკის მიუხედავად, 2021 წლის 3 თვეში საქართვლოში საექსპორტო თხილის 4 პარტია დაბრუნდა“ - ამბობს ის.

 

კომპანია NutsGe-ს მფლობელი მამუკა ბერიაშვილი შექმნილ ვითარებას გამოუცდელობით, და კვალიფიცირებული სპეციალისტების დეფიციტით ხსნის.

 

„საქართველოში თხილის ჩაბარება-ექსპორტზე 200-ზე მეტი კომპანია მუშაობს. მათ შორის საკმაოდ მწვავე კონკურენციაა, თუმცა, ამის მიუხედავად, გაუყიდავი თხილი არ რჩება. ეს ფერმერებს და გლეხებს ხარისხიანი პროდუქტის წარმოების მოტივაციას ნამდვილად არ აძლიერებს. ერთჯერადი მოგების გამო ბევრი მზადაა საკუთარი და ქვეყნის რეპუტაციაც დარტყმის ქვეშ დააყენოს“ - თვლის ეს.

 

მისი თქმით, თხილის წარმოება სტრატეგიული სექტორია და მასზე მკაცრი სახელმწიფო კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს - ისევე, როგორც, მაგალითად, მეღვინეობაში, ხოლო სექტორის პრიორიტეტი არა რაოდენობა, არამედ ხარისხი უნდა იყოს.

 

იმის გამო, რომ ქართველ მეთხილეებს სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა არ შეუძლია, მათ ძირითადად პარტნიორობა შუამავლებთან უწევთ, რომლებიც თურქეთიდან მიწოდების რისკების დივერსიფირებაზე მუშაობენ. შესაბამისად, ქართული თხილი ბაზრის მდგომარეობაზე გავლენას ვერ ახდენს და ადგილობრივი ექსპორტიორები იძულებულები არიან თავიანთი პროდუქტი შედარებით იაფად გაყიდონ.

 

ქართული თხილის მაღალი ხარისხის რომ იყოს, ადგილობრივი ბიზნესი პირდაპირ ევროპულ ბაზარზე გასვლას შეძლებდა, რაც 2020 წელს 12 მლნ. დოლარით მეტ შემოსავალს მოიტანდა.

 

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 3 წლის მანძილზე ექსპორტის მაჩვენებელი შესაძლოა 100 000 ტონამდე გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, ხარისხის პრობლემის გადაწყვეტის გარეშე, ქვეყანა შესაძლებელთან შედარებით 81 მლნ. დოლარით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს. თანაც ეს საკმაოდ კონსერვატიული შეფასებაა, რომელიც მოთხოვნის პერიოდულ ვარდნას არ ითვალისწინებს.

 

 

წყარო: EastFruit


თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up