საქართველო თხილის ექსპორტიორთა ხუთეულშია, თუმცა ქართულ თხილს ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს

საქართველო თხილის ექსპორტიორთა ხუთეულშია, თუმცა ქართულ თხილს ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს

access_time2023-02-27 11:00:43

ღვინოსთან ერთად, თხილი წარმოებისა და ექსპორტის თვალსაზრისით წამყვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. როგორც ISET-PI-ს მიერ მომზადებულ „საქართველოს თხილის სექტორის მიმოხილვაში“ წერია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი მწარმოებლები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს  როგორც წარმოების ზრდის, ისე ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი, რამაც შესაძლოა საქართველოს ამ სექტორში მოწინავე პოზიცია დაუმკვიდროს.


თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საექსპორტო პროდუქტია. 2021 წელს საქართველო მსოფლიოში თხილის (როგორც ნაჭუჭგაუცლელი, ისე ნაჭუჭგაცლილი) ექსპორტიორთა ხუთეულში იყო: თურქეთი (54.2%), იტალია (14.4%), ჩილე (6.4%), ამერიკის შეერთებული შტატები (6.0%), საქართველო (4.8%) (UN Comtrade, 2023). ამ სექტორში შედარებით მაღალია საშუალო მოსავლიანობა ჰა-ზე. წამყვან ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მოსავლიანობა (2848 კგ/ჰა) ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, საქართველო ამ სიაში მეორეა, საშუალოდ, 1800 კგ-ით ერთ ჰა-ზე. საქართველო ამჟამად მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს ჰა-ზე საშუალო მოსავლიანობით, ხოლო თხილის წამყვანი ექსპორტიორები – იტალია და თურქეთი – შესაბამისად, მე-15 და მე-17 პოზიციებზე არიან.


2010-2021 წლებში თხილი საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4%-ს შეადგენდა (Geostat, 2023). ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია (30 ათასი ტონა), თუმცა მომდევნო წლებში ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა (20 ათასი ტონა 2014 წელს და 19 ათასი ტონა 2015 წელს) . 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის (42%) შემდეგ, 2017 წელს ექსპორტი მკვეთრად შემცირდა როგორც რაოდენობით, ისე ღირებულებით, რაც ძირითადად წარმოების შემცირებითა და აზიური ფაროსანას შემოსევით იყო განაპირობებული. შედეგად, შემცირდა ექსპორტირებული თხილის როგორც რაოდენობა, ისე ღირებულება. ორივე მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა 2020 წლისთვის.



„თხილის მთავარ საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და მათი წილი საქართველოს თხილის მთლიან ექსპორტში საშუალოდ 65%-ს შეადგენს (2010-2022 წწ). ქართული თხილის 20% კი დსთ-ის ქვეყნებში გადის. 2021 წელს თხილის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით ნახევარი გავიდა იტალიასა (33%) და გერმანიაში (18%) (დიაგრამა 2). აღსანიშნავია, რომ გერმანიაში 1 კგ თხილის საექსპორტო ღირებულება უფრო მაღალი იყო (5.85 აშშ დოლარი კგ-ზე), ვიდრე იტალიაში (3.86 აშშ დოლარი კგ-ზე). 2010-2021 წლებში იტალიის ბაზრის წილი საშუალოდ 20%-ს შეადგენდა, გერმანია მას მცირედით ჩამორჩებოდა ბაზრის 19%-იანი წილით.


რაც შეეხება ექსპორტის დივერსიფიკაციას, 2021 წელს ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) – ბაზრის კონცენტრაციის საზომი – 1,371-ს გაუტოლდა, რაც კარგად დივერსიფიცირებულ ბაზრებზე მიუთითებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში (2010-2021 წლებში) ბაზრის ზომიერი კონცენტრაცია დაფიქსირდა მხოლოდ 2015 და 2016 წლებში, დანარჩენ წლებში კი HHI-ის მიხედვით საქართველოს თხილის საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებული იყო. აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ქართულ თხილს ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს: ერთი კილოგრამი ქართული საექსპორტო ნაჭუჭგაუცლელი თხილი 2.7 აშშ დოლარი ღირს, ნაჭუჭგაცლილი კი – 5.9 აშშ დოლარი (ცხრილი 2). შედარებისათვის, ყველაზე მაღალია ნაჭუჭგაუცლელი ამერიკული (4.6 აშშ დოლარი) და ნაჭუჭგაცლილი იტალიური თხილის ფასი (9.2 აშშ დოლარი). რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართული თხილის ხარისხი არ შეესაბამება სხვა მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების თხილის ხარისხს“, - აღნიშნულია ანგარიშში.


ისტორიულად თხილი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს ეკონომიკური ღირებულების მხრივ; საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თხილის მოსაყვანად შესაფერისი ნიადაგი და კლიმატური პირობები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეოთხე საუკუნეში, ადგილობრივი მოსახლეობა აშენებდა თხილის ველურ ჯიშებს, რომლებმაც შემდეგ ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია განიცადეს და შედეგად თხილის სხვადასხვა ადგილობრივი ჯიში ჩამოყალიბდა (GEONUTS, 2023).


2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის თანახმად, თხილის წარმოებაში დაახლოებით 107,000 შინამეურნეობაა ჩართული, რაც მთლიანი მეურნეობების 17%-ს შეადგენს. საქართველოში თხილის ნახევარზე მეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იწარმოება, სადაც თხილი სოფლის მეურნეობაში ჩართული საოჯახო მეურნეობების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up