თხილის პირველადი წარმოების სუბსიდირება მისასალმებელია -  გიორგი თოდუა

თხილის პირველადი წარმოების სუბსიდირება მისასალმებელია - გიორგი თოდუა

access_time2022-10-31 13:00:10

„ბუნებრივია წინა მოსამზადებელ სამუშაოებში ჩვენც ვიყავით ჩართულები, მალე დაიწყება თხილის მთლიანი კადასტრის რეესტრის შედგენა და როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება მოხდება პესტიციდებით მხარდაჭერა“- ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ უთხრა. როგორც ცნობილია, დღეს 31 ოქტომბერს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა თხილის სუბსიდირების პროგრამის დაწყება დააანონსა.

 

გიორგი თოდუა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ასოციაცია მხარში დაუდგება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თითოეულ ფერმერს იმისათვის, რომ ყველა სუბსიდია მიზნობრივად იქნეს დახარჯული.


„მე რა ინფორმაციაც მაქვს დაიწყება თხილის მთლიანი კადასტრის რეესტრის შედგენა, რაც ადრე არ არსებობდა. ბუნებრივია ასოციაციას მუნიციპალიტეტების მიხედვით გვქონდა მონაცემები თუ სად რომელ  ფერმერს  რამდენი  თხილის  ბაღი  გააჩნდა, ასევე  ასოციაცია წინა მოსამზადებელ სამუშაოებშიც იყო ჩართული, თუმცა პირველ ეტაპზე ჩვენც და სახელმწიფომაც დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ თუ რამდენი თხილის ბაღია მუნიციპალიტეტების მიხედვით.

 

მეორე ეტაპზე, ანუ როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება მუნიციპალიტეტების მიხედვით დაგეგმილია პესტიციდების მიწოდება, ძალიან კარგია, რომ მწარმოებლებისთვის თხილი დასუბსიდირდება.  ჩვენ ამას დადებითად ვუყურებთ და მხარში დავუდგებით  სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  თითოეულ  ფერმერს, რათა გაკონტროლდეს და თითოეული სუბსიდია მიზნობრივად იქნეს დახარჯული,“ - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

 


თოდუამ „კომერსანტთან“ წლევანდელი ექსპორტიც შეაფასა და განმარტა, რომ თხილი ძირითადა ევროპულ ქვეყნებში გადის. მათ  შორის ლიდერი იტალია და გერმანიაა, რაც შეეხება ფასს, გიორგი თოდუა აცხადებს, რომ წინა  წელთან შედარებით წელს თხილის ფასი დაბალია.

 

„წლევანდელი ექსპორტი დაწყებულია, ძირითადად  ევროპული ქვეყნებია, მათ შორის ლიდერია იტალია  გერმანია, თუმცა არის სხვა ქვეყნებიც. თხილის ფასი წინა წელთან შედარებით გაცილებით დაბალია, სწორედ ამან განაპირობა სუბსიდირების პროგრამა და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ინტერესდება და ფერმერებს მხარს უჭერს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ივნისი-ივლისის  უხვი ნალექის გამო თხილის ხარისხი დაბალია.  2019-2020-2021   გამორჩეული  იყო და 120 – 130 მილიონი დოლარის და მეტის შემოსავალი მივუღეთ, წელს ხარისხმა და რაოდენობამ იკლო, ამიტომ თხილის სეზონში სუბსიდირება მისასალმებელია“, -  აღნიშნა გიორგი თოდუამ.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ ფიზიკურ პირებს თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედებულ სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

 

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შამუგიამ განაცხადა, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობი აქვს, თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის დახმარებას მიიღებს. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული თანხა აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ.

 

პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up