თხილის ტოპ ექსპორტიორთა შორის მოხვედრა ქართული თხილის სექტორის მყარ პოზიციაზე მიუთითებს - ISET

თხილის ტოპ ექსპორტიორთა შორის მოხვედრა ქართული თხილის სექტორის მყარ პოზიციაზე მიუთითებს - ISET

access_time2023-03-01 11:30:41

თხილის ტოპ ექსპორტიორთა შორის მოხვედრა ქართული თხილის სექტორის მყარ პოზიციაზე მიუთითებს, მიუხედავად ამისა, წარმოება კვლავ საკმაოდ არასტაბილურია და თხილის ხარისხი სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ISET-PI-ს მიერ მომზადებულ „საქართველოს თხილის სექტორის მიმოხილვაში“ წერია. ISET-PI-ს ცნობით, დაბალი ხარისხი, სავარაუდოდ, იმ მრავალი პრობლემით არის გამოწვეული, რომელსაც თხილის მწარმოებლები ადგილობრივად აწყდებიან, თუნდაც ისეთი საგარეო შოკების არარსებობის პირობებში, როგორიცაა ფაროსანას შემოსევა და თხილის გლობალური ვაჭრობის შემცირება. თხილის სექტორში ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებს შორისაა სამუშაო ძალის დეფიციტი, საშრობი და შესანახი საშუალებების ნაკლებობა, მელიორაციასთან (უმეტესად დრენაჟთან) დაკავშირებული სირთულეები, მექანიზაციის სერვისების დაბალი ხელმისაწვდომობა, ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნის ნაკლებობა, ნდობის ნაკლებობა ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის, საკონტრაქტო ურთიერთობისა (Contract Farming) და კოოპერაციის ნაკლებობა (ISET Policy Institute, 2018).


„მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გამოწვევა მნიშვნელოვანია, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო ძალის დეფიციტი, საშრობი და შესანახი საშუალებების არარსებობა და ნაკლებად განვითარებული სადრენაჟო სისტემები. სამუშაო ძალის დეფიციტი: მოსავლის აღების პერიოდში თხილის მკრეფავთა ნაკლებობაა.


დღიური ანაზღაურების გაზრდის მიუხედავად, სამუშაო ძალის დეფიციტი მაინც აღინიშნება – თხილის ზოგიერთ მწარმოებელს სამუშაო ძალის ჩამოყვანა საქართველოს სხვა რეგიონებიდან უწევს, რაც ზრდის წარმოების ხარჯებს. მუშების ნაწილს მუშაობა თურქეთში ურჩევნია, სადაც თხილის წარმოებისა და სამუშაოს უფრო დიდი მოცულობის გამო მათ მეტის გამომუშავება შეუძლიათ.



 ამ საკითხის პოტენციური გადაწყვეტა მოიცავს: მუშებისათვის უფრო მაღალი ანაზღაურების შეთავაზებას ან სამუშაო ძალის ტექნიკით ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ალტერნატივა მოითხოვს დამატებით ხარჯებს მწარმოებლებისაგან, კოოპერაციამ, შესაძლოა, თითოეულ ფერმერს შეუმციროს ხარჯები. მაგალითად, ფერმერებმა შესაძლოა ერთობლივად შეიძინონ საჭირო ტექნიკა. საშრობი დანადგარებისა და შემნახველი ობიექტების ნაკლებობა: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) მონაცემებით, ამჟამად თხილის საშრობი შვიდი ობიექტი არსებობს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას. შენახვის არასათანადო პირობები იწვევს გადაჭარბებულ ტენიანობას, რაც, თავის მხრივ, იწვევს თხილის ლპობას, დაავადებას და ჭიებს (ISET Policy Institute, 2018).


ამიტომ საჭიროა ახალი, თანამედროვე საშრობი და შემნახველი ობიექტების გახსნა. ამ გამოწვევის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა, რომ GHGA-მ უხელმძღვანელოს საინვესტიციო სტრატეგიისა და დონორებთან და პოტენციურ კერძო ინვესტორებთან კომუნიკაციის გეგმის შემუშავებას საშრობ და შემნახველ ობიექტებში ინვესტიციების მოსაზიდად. ნაკლებად განვითარებული სადრენაჟო სისტემები: მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საჭიროება დგას, დასავლეთში ხშირად ხელოვნური დრენაჟია საჭირო. საქართველოს 2017-2025 წლების ირიგაციის სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2025 წლისთვის 100,000 ჰა-ის დრენაჟს გეგმავს (Georgian Amelioration, 2017)“, - აღმიშნულია ISET-PI-ს ანგარიშში.


ISET-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული შედეგის მიღწევა ნაკლებსავარაუდოა რადგან, უპირველესად, არ იქნა მიღებული შესაბამისი კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ და საქართველოს მელიორაციას (GA), რომელიც პასუხისმგებელია ირიგაციასა და დრენაჟზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ შეუძლია ფერმერებს დააკისროს შესაბამისი საფასურის გადახდა სადრენაჟო მომსახურებისათვის. საფასურის დაკისრება ვერ ხდება იმიტომ, რომ არ არსებობს სანიაღვრე გადასახადების გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მელიორაცია ფლობს სადრენაჟო ქსელებს და პასუხისმგებელია სატუმბ ხარჯებზე. მეორე მხრივ, თავად სტრატეგია, ძირითადად, ირიგაციაზეა ფოკუსირებული და დრენაჟის საკითხს მხოლოდ შეზღუდულად ფარავს. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ შეამცირა მიზნობრივი მაჩვენებლები და გამოაცხადა, რომ 75,000 ჰა მიწის დრენაჟი 2030 წლისთვის განხორციელდება. დრენირებული ფართობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია წყლის რესურსების მართვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის შექმნა.



თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up