25 ნოემბერს, 15:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), იაპონიის საელჩო საქართველოში და ეროვნული სატყეო სააგენტო წარადგენენ ანიმირებულ ფილმს „ტყე ჩემი მეგობარია“.
გრაფიკული ანიმაცია გადაწყვეტილია კლასიკური იაპონური მანგას სტილში. მასში მოთხრობილია ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ისტორია მეომარ გოგონასა და მეომარ ხეზე, რომლებიც ადამიანებსა და ტყეს შორის დაკარგული კავშირის აღდგენას ცდილობენ.
ანიმაცია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ტყის დაცვასა და ტყის რესურსების მდგრად მართვას ემსახურება.
ანიმაცია გადაიღო ქართულმა ორგანიზაციამ, „დემოკრატიის ლაბორატორია“ (დემლაბი), გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით. პირველი ჩვენების შემდეგ, ფილმი საქართველოს რეგიონებში გაემგზავრება, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის კინოჩვენება და დისკუსიები გაიმართება.