გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ტყიბულის 8 სოფელში გზის და გაზის მიწოდების პრობლემასთან დაკავშირებით.
„აი ფაქტის“ ინფორმაციით, სოფლებში: ზედა ჭყეპში, დაბაძველში, ძუყნურში, ლეღვაში, ხრესილში, ბუეთში, ჯონიაშა და ქვედა ჭყეპში გაზსადენის მშენებლობა შარშან ზაფხულში დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირი არც ერთ მათგანს მიეწოდება.
მილები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” დაქირავებულმა შპს „ინტერგაზმა” გაიყვანა. სამუშაოები 2022 წლის ზაფხულზე დასრულდა.
„აი ფაქტის“ ინფორმაციით, ტყიბულში, ორპირის თემში სოფელ ზედა ჭყეპი არც გზა აქვთ და არც წყალი. ამას გარდა, სოფელს იმდენად ცუდი გზა აქვს, რომ უბნიდან უბანში მანქანით გადაადგილებაც ჭირს.
ტყიბულის მერის წარმომადგენლის მელიტონ ზოსიაშვილის თქმით, გზის დაგება 2023 წლის გეგმებში აქვთ. ბუნებრივ აირზე კი ბევრი არაფერი იცის, წერს „აი ფაქტი“
ფოტო: „აი ფაქტი“