ტყის ახალი კოდექსი  საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკას დაამკვიდრებს

ტყის ახალი კოდექსი საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკას დაამკვიდრებს

access_time2022-04-14 16:54:20

„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო - ტყის ახალი კოდექსი“, - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“, - ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.



მინისტრის განცხადებით, კოდექსმა განსაზღვრა ტყეების მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმები. ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს საქმიანი ეზოები და ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა.



კოდექსმა შექმნა ტყეების სარეკრეაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. სატყეო სააგენტო აქტიურად ახორციელებს საქმიანი ეზოების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით და ჯამში წლის ბოლომდე დაგეგმილია 40-მდე საქმიანი ეზოს მოწყობა.




როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, საქმიანი ეზოების ჩამოყალიბებასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა ხე-ტყის მდგრადად დამზადების მექანიზმების დანერგვის, სპეციალისტების გადამზადების და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიმართულებით. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, წვლილს შეიტანს ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებაში, ბიომასისა და ალტერნატიული საწვავის ხელმისაწვდომობის ზრდასა და სოფლად სამუშაო ადგილების შექმნაში; მხოლოდ ხე-ტყის დამზადების სამუშაოებზე, დაახლოებით, 4 600 სამუშაო ადგილის შექმნა არის გათვალისწინებული. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საბოლოო ჯამში, გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებებით შემცირდება უკანონო სარგებლობის შემთხვევები და გაიზრდება სატყეო სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობა. ამასთან, აქტიურად გაგრძელდება ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები.



ასევე მნიშვნელოვანია, რომ მზადდება წინადადებები და ინიციატივები ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ხე-ტყის ტრანსპორტირების დოკუმენტების გაყალბებისა და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ლეგალიზაციის აღკვეთის ქმედითი მექანიზმების შესამუშავებლად.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up