პორტუგალიაში, ტყის ხანძრების ხელახლა გაჩენის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააფრთხილეს, რომ ძლიერი გვალვისა და ქარის გამო, ტყეებში ცეცხლის გაჩენის რისკი მატულობს.
ხელისუფლება მოუწოდებს სოფლად მცხოვრებლებს, არ დაანთონ ცეცხლი. ხელისუფლების განკარგულებით, ასევე აიკრძალა ტყეში შესვლა.
პორტუგალიაში ხანძარმა წელს უკვე 92 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ლისაბონთან ახლოს, ცეცხლის უკანასკნელი კერები მეხანძრეებმა 20 აგვისტოს ჩააქრეს.