ავსტრალიის პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანაში ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებული რეგიონების რეაბილიტაციისთვის მთავრობა $1,4 მილიარდს გამოყოფს, ამის შესახებ tellerreport წერს.
ამ ფულით ორი წლის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოები დაფინანსდება. ფონდის ოპერატორი სპეციალური სახელმწიფო სააგენტო იქნება, რომელის სათავეშიც ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ენდრიუ კოლვინი იქნება.
ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად შექმნილი ინტერნეტკამპანიის ფარგლებში 48 საათში 13 მილიონი დოლარი შეგროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 5 მილიონი ჰექტარი ტყე კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.
პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის დავალებით, სტიქიასთან ბრძოლაში 3000 სამხედრო ჩაერთო.
imedinews.ge