საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო ქსელზე შექმნილი ძაბვის პრობლემების შესახებ მგზავრებს აფრთხილებს.
“კომერსანტი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ძვირფასო მგზავრებო!
დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას.” - წერია განცხადებაში