„უარესი წინაა“ - მსოფლიო ეკონომიკის ახალი ანტირეკორდი

„უარესი წინაა“ - მსოფლიო ეკონომიკის ახალი ანტირეკორდი

access_time2022-11-17 09:30:00

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ ისედაც გაბზარული მსოფლიო ეკონომიკა ფინანსური კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. საგანგაშო სიგნალები სულ უფრო ხშირად ისმის. ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ კრიზისი გარდაუვალია, კითხვა კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენად ღრმა და ხანგრძლივი იქნება ის?


მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, სამყარომ რამდენიმე რეცესია გამოიარა, მათ შორის უკანასკნელი 2020 წელს, კოვიდის იყო. ახლა თუ კიდევ ერთი მოხდება, მაშინ მსოფლიო ანტირეკორდი დამყარდება - ასეთი მცირე ინტერვალით ეს პროცესი აქამდე არ მომხდარა.


მსოფლიო ეკონიმიკას სამი მთავარი ძრავა ჰყავს - აშშ, ევროპა და ჩინეთი. რადგანაც ამ სამეულზეა აგებული მსოფლიო წარმოებისა და მოხმარების ორი მესამედი, სწორედ მათ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული პლანეტის დანარჩენი ქვეყნების კეთილდღეობა.


„ევროზონაში სერიოზული პრობლემებია რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო. ჩინეთი კოვიდის კარანტინისგან მიყენებული ზიანისა და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო წუხს. აშშ-ში კი მკვეთრად შემცირდა შემოსავლის მქონე მოსახლეობა და გაიზარდა ინფლაცია, - ასე აღწერა ზოგადი სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ. - ეს ყველაფერი ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებზე აისახება. ისინი სულ უფრო და უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, რადგან მოთხოვნა მათ საექსპორტო საქონელზე მცირდება, გაძვირებული ფასებისა და ენერგორესურსების გამო კი მეტს ხარჯავენ“, - განაცხადა მან.


„უარესი წინაა“


უარესი წინაა - წლევანდელი ზრდა, სავარაუდოდ, ორჯერ ნაკლები იქნება, მომავალ წელს კი კიდევ უფრო უარესი - ომის, ინფლაციის, ჩინური ლოკდაუნისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო.


„ყველა წლევანდელი პრობლემა მსოფლიო ეკონომიკაში თავს მომავალ წელს იჩენს. ორი სიტყვით რომ ვთქვათ - უარესი წიანაა“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები. ქვეყნებში, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის მესამედი მოდის, მათ ნახევარწლიანი რეცესია იწინასწარმეტყველეს.


ეკონიმიკის ჩამოშლის პირველი კანდიდატი ქვეყანა ევროპაში არის გერმანია, რომელიც რუსეთთან ენერგეტიკულ ომშია ჩაბმული. მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი, რომელზეც ევროკომისრები პროგნოზირებენ, რომ ბრიტანეთი ვერ გადაურჩება რეცესიას.




შესაძლებელია თუ არა კრიზისის თავიდან აცილება?


უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი პრობლემა არამარტო ჩინეთში, არამედ ევროპაშიც არის - შვედეთიდან ახალ ზელანდიამდე. უკანასკნელი ათწლეულის კორპორატიული ზრდის ლიდერები - ამერიკული კომპანიები Amazon და Meta რეცესიის მოლოდინში მასობრივად ამცირებენ ხარჯებს და ათავისუფლებენ კადრებს.


შესაძლებელია თუ არა კრიზისის თავიდან აცილება? - ეკონომისტები პესიმისტურად არიან განწყობილები.


კვლევითი ცენტრის, Oxford Economics-ის წამყვანი ეკონომისტის ადამ სლატერის ვარაუდით, გადარჩენის ერთადერთი შანსი ტექნოლოგიურ რევოლუციაშია. ყველაზე მარტივი - ჩინეთის გახსნაა. ამისთვის კი მხოლოდ კომპარტიის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე კვალვ უარყოფითია. სლატერი მიიჩნევს, რომ ამით პირველი პრობლემა - ინფლაცია გადაიჭრება.


ინფლციის შედეგად მცირდება მოსახლეობის შემოსავალი, იზრდება იპოთეკის მაჩვენებელი, სახელმწიფო ვალი და კრედიტები ბიზნესში.


პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, მოთხოვნის შემცირების გარეშე არის მიწოდების გაზრდა. ეს ყველაფერი კი საკმაოდ რთულია მაღალი ფსონების, მუშახელის დეფიციტის, გლობალიზაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხების ფონზე.



ენერგოკრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა კი, დასავლეთის მხრიდან რუსეთის, როგორც მთავარი ენერგომომწოდებლის შეცვლაა. ერთ და ორ წელიწადში ამისი შესრულება, წარმოუდგენელია. ახალ ადგილებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები კლებულობს, და რომც მოხდეს, მოგება მხოლოდ ათწლეულების მერე იქნება. ამდენივეა საჭირო „მწვანე“ რევოლუციისთვის ენერგეტიკაში.


ხოლო თუ ევროპა რუსულ გაზზე უარს არ იტყვის, ამისთვის ომის დასასრული დასავლეთისთვის წამგებიანი შედეგით დასრულდება.


„ჩვენ გლობალური ეკონომიკის მასშტაბური რყევის მომსწრე ვართ. აქამდე ვცხოვრობდით დაბალი ფასებისა და დაბალი ინფლაციის სამყაროში, ახლა კი მსოფლიო მეტად უხეში გახდა. სულ უფრო მეტი მოულოდნელობა, გეოპოლიტიკური კონფრონტაცია და ბუნებრივი კატასტროფაა გარშემო. ამ სამყაროში ნებისმიერი ქვეყანა აწყდება კრიზისს სულ უფრო ხშირად და გაცილებით მარტივად“ - აცხადებს მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი.


bbc, bpn






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up