უარგუმენტო, დრაკონული - Entain და Betsson აზარტული თამაშების შესახებ კანონზე

უარგუმენტო, დრაკონული - Entain და Betsson აზარტული თამაშების შესახებ კანონზე

access_time2021-12-18 10:00:24

საქართველოს ონლაინ სათამაშო ბიზნესში წამყვანი ოპერატორების “კრისტალბეთისა და ევროპაბეთის” მფლობელი კომპანიები, Entain-ი და Betsson-ი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სიტუაციის შეფასებისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის საფუძველზე მიიღოს დაბალანსებული რეგულაციები.

ამასთან, კომპანიები დაგეგმილ ცვლილებებს უარგუმენტოს უწოდებენ და შავი ბაზრის განვითარების რისკზე მიუთითებენ.

მთავრობის მიერ გამოცხადებულმა პოლიტიკის უეცარმა, დრაკონულმა ცვლილებებმა, რომლებიც სუსტ მტკიცებულებებს ემყარება ან საერთოდ უარგუმენტოა, შეიძლება საზიანო გავლენა იქონიოს საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციებზე.

Entain-ი და Betsson-ი მაღალი რეპუტაციის მქონე, საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიებია, რომლებმაც საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და ქვეყანაში 1700-ზე მეტი ადამიანი დაასაქმეს.

ინდუსტრია იხდის მნიშვნელოვანი ოდენობის გადასახადს (საგადასახადო განაკვეთი 30%-ით მაღალია სხვა სექტორებთან შედარებით) და მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს საქართველოს სპორტული ლიგებისა და მედია კომპანიებისთვის სპონსორობასა და რეკლამაში.

უფრო მეტიც, მთავრობის განცხადებებში არასწორად არის ნათქვამი, რომ ქართული ლიცენზირებული კომპანიები არასრულწლოვან მოთამაშეებს აზარტული თამაშების უფლებას აძლევენ, მიუხედავად მკაცრი KYC და ასაკობრივი შემოწმების პროცესისა.

ის ასევე ქმნის არასწორ წარმოდგენას კაპიტალის გადინების შესახებ, რაც არ არის ზუსტი, რადგან ეს კომპანიები პირდაპირ ქმნიან სამუშაო ადგილებს, იხდიან გადასახადებს და შენატანი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში.


შემაშფოთებელია, რომ პოლიტიკის შემოთავაზებული ცვლილებები არის დარღვევა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ინვესტიციებისთვის სამართლიანი და თანაბარი პირობების შექმნას.

მოთამაშის დაცვისა და ნარკომანიის პრევენციის საკითხი ძალიან სერიოზულად არის აღქმული; კომპანიები ასობით მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებენ კვლევისა და განათლების მხარდასაჭერად, მოთამაშეთა დაცვის დახვეწილი სისტემების შემუშავებაში (მაგ. ARC). ამ მიმართულებით საქართველოში უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები (მაგ. გარე რეკლამის ნებაყოფლობითი აკრძალვა). 

მძიმე რეგულაციები და კომპანიებისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარჯები ასაზრდოებს მხოლოდ შავ ბაზარს, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა აზარტულ თამაშებზე არალიცენზირებულ კომპანიებთან, რომლებიც მოთამაშეებს  სთავაზობენ მცირე ან არანაირ დაცვას და არ შეაქვთ წვლილი საქართველოს ეკონომიკაში. წარმოდგენილი გაქვთ საქართველოში შავი ბაზრის მასშტაბები?

მოვუწოდებთ მთავრობას, შეაფასოს სიტუაცია, გაერკვეს ინდუსტრიაში, მოიძიოს მკაფიო მტკიცებულებები და შემდეგ განავითაროს პროპორციული და დაბალანსებული რეგულაცია ინდუსტრიასთან თანამშრომლობით,- აღნიშნულია განცხადებაში. 

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ მედიამენეჯერებიც. 

ცნობისთვის, დღეს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით, 82 ხმით დაუჭირეს მხარი.

ცვლილებების თანახმად, აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება. ამასთან, სათამაშო სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65%-70%-ით იზრდება და 25 წლამდე მოქალაქეებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აკრძალვების ამოქმედება 1 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა ამ თარიღმა 1 მარტამდე გადაიწია. 


წყარო:  "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up