უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე - “ქალები მომავლისთვის” ე.წ. აგენტების რუსულ კანონზე

უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე - “ქალები მომავლისთვის” ე.წ. აგენტების რუსულ კანონზე

access_time2023-03-06 18:30:55

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას.


ბიზნეს გაერთიანებაში განმარტავენ, რომ საჭიროდ მიაჩნიათ დავაფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რადგან ერთი მხრივ, კანონპროექტის სადავო შინაარსი და მეორე მხრივ, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების საგნად იქცა.


„ეს კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ქვეყანაში და უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე, რაც ქართველი ხალხის დადასტურებული სურვილი და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მიზანია.


ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონპროექტის ამ სახით მიღებას და აფრთხილებენ საქართველოს მოსალოდნელი რისკების შესახებ. თავად ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდანაც არაერთხელ გაჟღერდა, რომ მოცემული დოკუმენტი ეწინააღმდეგება EU-ს ფუნდამენტურ პრინციპებს; შესაბამისად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთანაც, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.



გარდა იმისა, რომ არსებობს კითხვები კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ასევე საჭიროა, გაკეთდეს მკაფიო განმარტებები, რა მიზანი აქვს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტს? ინიციატორების განცხადებით, ახალი რეგულაციის დანიშნულება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. აღნიშნული აჩენს დამატებით კითხვებს, რამდენადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აქვს წვდომა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და მათი ხარჯების შესახებ: საბანკო ანგარიშებისა და ოფიციალური დეკლარაციების საფუძველზე; მეორე მხრივ, საქართველოს უკვე აქვს კანონი ლობიზმთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არეგულირებს ლობისტურ ქმედებებს, ხოლო “სისხლის სამართლის კოდექსი” და საქართველოს სხვა სამართლებრივი დოკუმენტები არეგულირებენ ჯაშუშობის საკითხს.


ყველაფერთან ერთად, სამთავრობო უწყებების ინიციატივით, შექმნილია ოფიციალური საიტი, საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა, eAIMS, რომელიც წარმოადგენს საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტს. ვებგვერდი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ.


დღეს არსებობს ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროქტი დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და ხელს შეუწყობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დისკრედიტაციას მათთვის “აგენტის” სტატუსის მინიჭებით; აღნიშნული დამაზიანებელი იქნება დემოკრატიული პროცესებისთვის. ამას კი თავის მხრივ, უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე.


არსებული და პოტენციური რისკების გათვალისწინებით, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტს“,  აცხადებენ ბიზნესფედერაციაში “ქალები მომავლისთვის”.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up