უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის გაყიდვა დაიწყო

უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის გაყიდვა დაიწყო

access_time2023-02-10 10:00:52

სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის სმარტფონების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. სასიამოვნო სიახლე სამსუნგის ერთგულ მომხმარებლებს - თუ 10 თებერვლიდან შეიძენ Galaxy S23 Ultra-ს სამსუნგის ჰოლოგრამით, საჩუქრად მიიღებ სმარტ საათს - Galaxy Watch5 (44mm),  ხოლო ოფიციალური Galaxy S23 და Galaxy S23+ მოდელების შეძენისას  საჩუქრად უსადენო ყურსასმენი - Galaxy Buds2 გადმოგეცემა.  სამსუნგის ჰოლოგრამიან სამივე მოდელზე მოქმედებს ოფიციალური 2 წლიანი გარანტია; ასევე მოქმედებს Trade-In აქციაც - შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, შეაფასო და მიიღო ფასდაკლება უახლეს ფლაგმანზე. 


სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.  


შეგახსენებთ, რომ  1 თებერვალს, Samsung Electronics Co. Ltd-მა უახლესი Galaxy S23 Ultra, Galaxy S23+ და Galaxy S23 წარუდგინა მსოფლიოს, რაც Galaxy სმარტფონების პრემიუმ გამოცდილების ახალი და კიდევ უფრო საინტერესო  ეპოქის დასაწყისია. 


Galaxy-ის ახალი მოდელების ეპიკური კამერა, კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მომხმარებლებს აღმოაჩინონ და გამოავლინონ კრეატიულობა, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. Galaxy S23 Ultra პროფესიონალ თუ მოყვარულ მობილურ ფოტოგრაფს, ფენომენალაური კონტენტის გადაღებას ჰპირდება. მისი კამერის მოდული მორგებულია თითქმის ნებისმიერი განათების პირობებს და წარმოუდგენელ დეტალიზაციას გვთავაზობს. პირველად Galaxy სმარტფონებში, Galaxy S23 Ultra-ში ახალ, 200MP კამერას შევხვდებით, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს.  S23 Ultra გვთავაზობს კამერის გადაღების რეჟიების ფართო ასორტიმენტს:



• ფოტო/ვიდეო პორტრეტის რეჟიმი - ფონის გაბუნდოვნებით, გაშავთეთრებით ან სხვა ეფექტის მიცემით
• პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება პარამეტრების ხელით რეგულირების ფუნქციით
• ასტროფოტო 300-ჯერ აჩქარებით, ღამის ვარსვკლავებიანი ცის მოძრაობის აღსაბეჭდად
• ვიდეოგადაღების შესაძლებლობებიც შთამბეჭდავია: 8K ვიდეო, 4K ვიდეო 60@fps, FHD ვიდეო @120fps
• ფოტოების RAW ფორმატში გადაღება შემდგომში სიღრმისეული დამუშავებისათვის
• პრო ვიდეო (აკონტროლე: ISO, ჩამკეტი, თეთრის ბალანსი, ზუმის სიჩქარე, ფოკუსირების მანძილი, ხმის წყარო)


პირველად სამსუნგის S სერიების ისტორიაში, საქართველოში ოფიციალურად გაყიდვაში იქნება Galaxy S23 Ultra Qualcomm-ის 4nm ფლაგმანური ჩიპსეტით. თამაშებისა და კონტენტის შექმნის მოყვარულებისათვის უმნიშნელოვანესია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც არღვევენ საზღვრებს და აჭარბებენ მოლოდინს.  „Snapdragon® 8 Gen 2 მობილური პლატფორმა Galaxy-ისათვის“ მსოფლიოს უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და ინოვაციური AI დახმარებით, თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას  გვთავაზობს.  Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტი 20%-ით მეტ ხანს ძლებს. Galaxy S23 Ultra-ში ვხვდებით ჩაშენებულ სენსორულ კალამს S-Pen, რომელსაც Galaxy-ის ერთგული მომხმარებლები კარგად იცნობენ და უყვართ, რადგან იგი იძლევა ამოუწურავ შესაძლებლობას იყვნენ მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები. 


Galaxy S23 სერიის სმარტფონებში ყველა ახალი ინოვაცია თავმოყრილია მათ გასაოცარ დიზაინში, ხოლო მათი რეციკლირებული მასალებით წარმოება, კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის სწრაფვას eco-მდგრადობისაკენ. 


„ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია იზომება არა მხოლოდ იმით, თუ რის საშუალებას აძლევს იგი დღეს ადამიანებს, არამედ იმითაც, თუ როგორ უწყობს ხელს იგი უკეთეს მომავალს“ - განაცხადა TM Roh-მ, Samsung Electronics-ის Mobile eXperience Business-ის პრეზიდენტმა. “Galaxy S23 სერია არის ახალი სტანდარტების მატარებელი სანდო, პრემიუმ კლასის სმარტფონები. სიმძლავრისა და ინოვაციების შერწყმით მივაღწიეთ მათ მაქსიმალურ წარმადობას, რომელსაც ნაკლები გავლენა აქვს გარემოზე.“



(R)


თეგები:
Samsung Galaxy S2



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up