„უახლოეს ერთ თვეში, ფასების მკვეთრ რყევებს არ ველოდებით“ - ივა ჭყონია

„უახლოეს ერთ თვეში, ფასების მკვეთრ რყევებს არ ველოდებით“ - ივა ჭყონია

access_time2022-10-18 10:00:57

„უახლოეს ერთ თვეში, ფასების მკვეთრ  რყევებს არ  ველოდებით, რადგან სიტუაცია მეტნაკლებად დადასტურებულია“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ისაუბრა. მისი თქმით, უკვე ჩამოყალიბებულია თუ რა დრო სჭირდება გადაზიდვებს და რა ფასებში ხდება,  ასევე საერთაშორისო ბაზარზეც  რიგ  ნედლეულზე ისევე როგორც ნავთობზე ფასები დასტაბილურდა და იაფდება.

 

„ვიმედოვნებ, რომ ფასების კლება ბრენდულ სუპერმარკეტებშიც მალე აისახება. რა თქმა უნდა ფასების კლება პირველ ეტაპზე საბითუმო ბაზარს ეტყობა, ხოლო ქსელურ და ბრენდულ სუპერმარკეტებში მოგვიანებით გადადის.

 

ზოგადად  რამდენადაც  ფასის გაძვირება რთულია და ეს  ერთ  დღეში არ ხდება, იმდენად ფასდაკლებასთან დაკავშირებითაც პროცედურებია გასავლელი, ამიტომ ფასებთან დაკავშირებით  სტაბილურობას  ველოდებით, საგანგაშო არაფერი  არ გვაქვს.

 

სეზონურობიდან  გამომდინარე ხილზე  და ბოსტნეულზე ფასები რიგ შემთხვევაში მაღალია, რიგ შემთხვევაში მცირდება. ამ არასტაბილურმა ვითარებამ ნედლეულზე ფასების ზრდა  გამოიწვია, მაგალითად  მიწის დამუშავების  პერიოდში ფერმერებისთვის დიზელის ფასი საკმაოდ გაძვირდა და  4,50-დან 4,70-მერყეობდა. სწორედ ამიტომ მივიღეთ ის, რომ ბოსტნეულის ფასი 30-დან 35%-მდე არის გაზრდილი. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ისიც, რომ გლობალურად გაძვირებულია სასუქები და სათესლე მასალა. გამომდინარე იქიდან, რომ  ამ კუთხით  იმპორტზე ვართ დამოკიდებული ფერმერები იძულებული გახდნენ ფასი გაეზარდათ“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.


 

ჭყონიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი შედარებით სტაბილურია მაინც იმდენად ბევრი იხარჯება პროდუქტებზე, რომ ეს  არც იგრძნობა, რადგან თუ მაგალითად თუ პირობითად წიწიბურა ღირდა 6 ლარი და დღეს ღირს 5,80 ლარი ეს მომხმარებლისთვის შვება ნამდვილად არ არის.

 

ჭყონიას თქმით, მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით, დღეს არანაირი პრობლემა არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც  რუსეთის უკრაინის მიმართ აგრესია საწყის ეტაპზე იყო და ტრანსპორტირების გადალაგება ხდებოდა დაბნეულობა იყო, რადგან იყო როგორც საქართველო  დერეფანი და ქვეყანა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

„ამ პერიოდში ტრანსპორტირებაზე ფასის ზრდამ პროდუქციის თვითღირებულება გაზარდა, შესაბამისად ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი მივიღეთ და ეს ძალიან ცუდი ციფრია. წლიურ ჭრილში 11,5% ძალიან მაღალია, თუმცა აქვე  შეგვიძლია ვისაუბროთ  იმაზე, რომ თვიურ  ჭრილში რიგ პროდუქტებზე ინფლაციის  მაჩვენებელი სტაბილურია და პირველადი მოხმარების პროდუქტების, მაგალითად ზეთის და ფქვილის ფასი შედარებით დასტაბილურდა და ქვევითაც მოდის, თუმცა სხვადასხვა  პროდუქტებში იმდენად დიდი დისბალანსია, რომ ინფლაციის  მაჩვენებელი კვლავ მაღალია“, - ანიშნა ივა  ჭყონიამ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up