სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში, ძირითადი მოხმარების პურზე ფასების შემცირებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასები შემცირების დინამიკაა.
„ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, ფქვილზე განსაკუთრებულად; შესაბამისად, ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია სექტორთან, პურის მწარმოებლებთან და ველოდებით, რომ ეს შემცირება აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე, უკვე უახლოეს პერიოდში, ვნახავთ კონკრეტული სახეობების, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.