„უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ შუა აზიიდან ტვირთბრუნვის გაზრდას“ - დავით ებრალიძე

„უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ შუა აზიიდან ტვირთბრუნვის გაზრდას“ - დავით ებრალიძე

access_time2022-04-18 11:00:15

„უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ შუააზიური ტვირთების გაზრდას, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი რეგიონული სავაჭრო–ლოგისტიკური ცენტრების განვითარებასთან“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ უთხრა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


დავით ებრალიძის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა ფოთის თიზ-ში არსებული კომპანიების მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.


„რუსეთ-უკრაინის ომმა, რა თქმა უნდა,  გავლენა მოახდინა ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობაზე. განსაკუთრებით ხელის შემშლელი აღმოჩნდა ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყო უკრაინისა და რუსეთის ბაზარებთან. შეფერხდა ნედლეულის მოწოდების პროცესი, რომელმაც გამოიწვია საწარმოო ციკლის შენელება, თუმცა კომპანიები ცდილობენ ახალი მომწოდებლების პოვნას. ომმა პირდაპირი გავლენა იქონია ექსპორტზე, რომლის შედეგად თითქმის შეწყდა ტვირთის მიწოდება უკრაინაში და რუსეთში. გარდა ამისა, ომით გამოწვეულმა სატრანსპორტო შეზღუდვებმა გავლენა იქონია ტრანსპორტირების საფასურზე, რომელიც მკვეთრად გაიზარდა და ცალსახად ნეგატიურად აისახა ზოგადად ყველა კომპანიის ბინზეს საქმიანობაზე“, - განმარტა ებრალიძემ.



ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ შავ ზღვაში უკრაინისა და რუსეთის საზღვაო პორტების პარალიზებამ უმოკლეს ვადაში მკვეთრად გაზარდა აზერბაიჯანი-საქართველოს დერეფნით ტვირთების ბრუნვა.


„საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში. უკრაინა-რუსეთის ომით გამოწვეული შეზღუდვები მალევე აისახა შავი ზღვის რეგიონში ტვირთების მოძრაობაზე. შავ ზღვაში უკრაინისა და რუსეთის საზღვაო პორტების პარალიზებამ ახალი გამოწვევა მისცა მსოფლიოს ალტერნატიული უსაფრთხო სატრანსპორტო კორიდორის გამონახვის მხრივ, რამაც უმოკლეს ვადაში მკვეთრად გაზარდა აზერბაიჯანი-საქართველოს კორიდორით ტვირთების ბრუნვა. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ შუააზიური ტვირთების გაზრდას, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი რეგიონული სავაჭრო ლოგისტიკური ცენტრების განვითარებასთან. ფოთის თიზ-ი, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, საგადასახადო შეღავათებით შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო კომპანიებს, მოაწყონ და განავითარონ თავიანთი ლოგისტიკური, სასაწყობე ცენტრები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ინვესტიციების მოცულობას“, - ამბობს დავით ებრალიძე.


ფოთის თიზი 2009 წელს ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (300 ჰა), 99 წლის ვადით შეიქმნა. თიზ–ის ორგანიზატორი არაბული კომპანია „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ იყო. დღეს შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა - 10%, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) - 15% და ჩინური კომპანია შპს „სი ი ეფ სი“ (ევრო-აზიური) – 75 %.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up