რამდენად რეალურია თელავიდან ბათუმისა და მესტიის მიმართულებით ფრენები - უახლოეს ხანებში შიდა ფრენების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

რამდენად რეალურია თელავიდან ბათუმისა და მესტიის მიმართულებით ფრენები - უახლოეს ხანებში შიდა ფრენების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

access_time2023-01-31 11:50:57

უახლოეს ხანებში შიდა ფრენების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი.



„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფასები მოგვცემს საშუალებას, რომ რაღაც კალკულაციები მოვახდინოთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ავიაბილეთის ფასები იყოს მგზავრისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.



როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, თელავის აეროპორტიდან ბათუმის, მესტიისა და თუშეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობა განიხილება.



„თელავის აეროპორტს ჰყავს კერძო მფლობელი, თუმცა მას აქვს საინვესტიციო პირობები. აეროპორტის მფლობელებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა გაუმჯობესდეს აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტმა შეძლოს მეტი ფრენის შესრულება. მოვიაზრებთ, რომ თელავის აეროპორტი შესაძლოა გამოყენებული იყოს შიდა ფრენებისთვის. ვფიქრობთ, განვიხილოთ თელავი-ბათუმის მიმართულება. ასევე, თუ ფინანსური რესურსები საშუალებას მოგვცემს, შეიძლება სხვა მიმართულებაზეც ვიფიქროთ - შეიძლება ეს იყოს თელავი - მესტია, ასევე, შესაძლოა მომავალში იყოს თუშეთში ფრენები. სამინისტრო ინტენსიურად სწავლობს, რომ იქ, ადგილობრივად მოეწყოს მცირე აეროდრომი, რომელსაც გამოვიყენებთ ფრენებისთვის. თელავის აეროპორტთან გვაქვს საინტერესო გეგმები. 2023 წელს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვექნება. მათ შორის მგზავრთა უსაფრთხოების შემოწმების დანერგვის კუთხით. ამ საკითხს აეროპორტების გაერთიანება მფლობელთან ერთად გადის“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის, დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს, რაც თავის მხრივ მგზავრთნაკადზეც აისახება.



ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს.



რაც შეეხება თელავის აეროპორტ „მიმინოს“ ის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია, სადაც სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები ხორციელდება.



აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.



თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი.



აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.



თეგები:
ტენდერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up