„უახლოესი წლების ამოცანად ევროკავშირის ქვეყნებთან ნდობის გაღრმავება მიმაჩნია“ - ნიკოლოზ შურღაია

„უახლოესი წლების ამოცანად ევროკავშირის ქვეყნებთან ნდობის გაღრმავება მიმაჩნია“ - ნიკოლოზ შურღაია

access_time2022-03-03 10:00:59

რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის გეოპოლიტიკურ რუკაზე ახალი გადანაწილების წინაპირობა შექმნა. ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია უკვე დაამტკიცა. სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და რა უნდა იყოს დღეს ქვეყნის მთავარი მიზანი, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საერთაშორისო მენეჯერმა, ფინანსისტმა და ვიდეო-ბლოგერმა ნიკოლოზ შურღაიამ ისაუბრა.


„საქართველო ორ ათეულ წელზე მეტია ადგას ევროპული ინტეგრაციის კურსს. ვფიქრობ ეს კურსი უალტერნატივოა, ანუ ყველა სხვა შესაძლებლობა და მიმართულება ბევრად უარესია.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნიშნავს:

- ეკონომიკურ კეთილდღეობას ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის;

- ჯანსაღ ბიზნეს გარემოს და სამართლიან და ეფექტიანურ სამართლო სისტემას;

- მეტ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში ბიზნესის და სოციალური განვითარებისთვის;


- უკეთეს სავაჭრო და მიგრაციის პირობებს;

- ჩვენი სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურის და ქცევის პროგნოზირებადობას, სანდოობას და გრძელვადიან მდგრადობას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენი გასაკეთებელია, უპირველეს ყოვლისა. ანუ, სურვილი თუ არ გვექნა და სერიოზულ ძალისხმევა არ ჩავდეთ, ვერც ჩვენი სასამართლო სისტემა გახდება უფრო ეფექტიანი და სამართლიანი და ვერც ეკონომიკურ კეთილდღეობას შევიქმნით. ევროპელები დახმარებას კი გაგვიწევენ ტექნიკურადაც და მატერიალურადაც, მაგრამ ამ დახმარების გამოყენებით სერიოზული შედეგების მიღწევა სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა.

რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის საუკეთესო პირობებით არის საჭირო. ამავე დროს, ჩვენი პარტნიორების ნდობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. მათ არასოდეს უნდა გავუჩინოთ ეჭვი, რომ ჩვენ ვყოყმანობთ მიმართულებასთან დაკავშირებით, ან ჩვენი ღირებულებები ძირითადად არ ემთხვევა ევროპულს“, - აღნიშნავს ნიკოლოზ შურღაია.


მისი თქმით საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა. შესაბამისად, უახლოესი წლების ამოცანად ევროკავშირის ქვეყნებთან ნდობის გაღრმავება მიაჩნია.


„ნდობა არის ფუნდამენტური საკითხი და ის იქმნება ისეთი პრაქტიკული მოქმედების საფუძველზე, რაც აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებთან - ეფექტიანიური სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და შესრულება, დასახული მიზნების და პროგრამების შესრულება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ და გავლენიან ქვეყნებთან ნდობის ზრდა, ასევე პრაქტიკული ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა: ექსპორტის ზრდის წახალისება, ეკონომიკური კავშირების გაფართოება, ჩვენი კანონმდებლობის მეტი ჰარმონიზაცია დასახული გეგმის მიხედვით, უკვე მიღებული კანონების შესრულება, ბუნების უკეთესი დაცვა და სხვა“, - განმარტავს ნიკოლოზ შურღაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up