მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქსის სერვისი Uber-ი რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს, ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც ირკვევა, რუსეთის მთავრობამ მოიწონა გარიგება Uber-ის წილიოს გაყიდვის თაობაზე Yandex-თან. ერთობლივ საწარმოში Uber-ის 29%იანი წილს Yandex-ი მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით იყიდის.
„დე ფაქტო, ეს გარიგება უკვე შეთანხმებულია“, - თქვა წყარომ და დასძინა, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღეს.
2021 წლის დეკემბერში Yandex-მა იყიდა Uber-ის აქციები 1 მილიარდ დოლარად და შეიძინა ერთობლივი კომპანიის 4,5%-იანი წილი. გარიგების პირობების მიხედვით, კომპანია 2023 წლის სექტემბრისთვის ერთობლივი კომპანიის დარჩენილი 29%-ის 1,8-2 მილიარდ დოლარად გამოსყიდვას აპირებდა.
თუმცა, გასული წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, Uber-მა გამოაცხადა თავისი წილის გაყიდვის დაჩქარების შესახებ. შედეგად კი აქტივების ღირებულება დაეცა.