Uber-მა, Motional-მა და Hyundai-Aptiv-ის ერთობლივმა საწარმომ, რომელიც ორიენტირებულია თვითმართვადი ტექნოლოგიების კომერციალიზაციაზე, ლას ვეგასში რობოტაქსის სერვისი აამოქმედეს - ამის შესახებ ინფორმაციას Bloombeg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ Motional-მა უკვე გაუშვა მსგავსი სერვისები ლას-ვეგასში, როგორც Lyft-ის, ასევე Via-ს ქსელებზე, Uber-ი პირველია, რომელიც საზოგადოებას თვითმართვად მგზავრობას სთავაზობს.
ლას-ვეგასში, Motional IONIQ 5 ელექტრო ტაქსის რობოტი UberX-სა და Uber Comfort Electric-ში იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიას არ უთქვამს, თუ რამდენი მანქანა გამოიყოფა Uber-ის ქალაქში გასეირნებისთვის, მაგრამ სპიკერმა აღნიშნა, რომ ტაქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხალხმრავალ და პოპულარულ ადგილებში ლას-ვეგასის ზოლში და თავდაპირველად მხოლოდ დღის საათებში იმუშავებენ.
ადამიანის უსაფრთხოების ოპერატორები თავდაპირველად მანქანებში იქნებიან, მაგრამ Motional და Uber იმედოვნებენ, რომ 2023 წელს დაიწყებენ მძღოლის გარეშე ოპერაციებს. Motional-ის სხვა პარტნიორობის მსგავსად, რობოტაქსის სერვისი Uber-თან თავდაპირველად უფასო იქნება, სანამ კომპანიებს მომხმარებლებისგან შესაბამისი გამოხმაურება ექნებათ.
Uber-თან თანამშრომლობა არსებული გაზიარების პლატფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით Motional-ის კომერციალიზაციის სტრატეგიის შესაბამისია. Motional-ის კომერციალიზაციის ვიცე-პრეზიდენტის Akshay Jaising-ის თქმით, იმის ნაცვლად, რომ შექმნათ საკუთარი აპლიკაცია და სერვისი, უფრო ლოგიკური იქნებოდა ფოკუსირება იმაზე, თუ რას აკეთებს Motion-ი საუკეთესოდ და მისი ტექნოლოგიების გადატანა .
როგორც ჩანს, Uber იგივე გზას მიჰყვება. მას შემდეგ, რაც 2015 წელს საკუთარი თვითმართვადი მანქანების განყოფილება Uber ATG გამოუშვა, კომპანიამ ის 2020 წელს მიჰყიდა ავრორას. ტექნოლოგიის აშენებისა და ტესტირების ღირებულება ძალიან მაღალი, Uber-ის რეპუტაციის რისკი კი ძალიან დიდი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Uber-ის ერთ-ერთი სატესტო დრონი (საჭესთან უსაფრთხოების ოპერატორით) ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და მოკლა.
თაკო კვაჭანტირაძე