უბნის მაღაზიები იკეტება - კორონავირუსზე მეტად სეგმენტი არაჯანსაღმა კონკურენციამ დააზარალა

უბნის მაღაზიები იკეტება - კორონავირუსზე მეტად სეგმენტი არაჯანსაღმა კონკურენციამ დააზარალა

access_time2021-08-18 12:00:57

უბნის მცირე მაღაზიების უმეტესობა გაქრობის პირასაა.  ამის მიზეზი  კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემაა, რამაც განსაკუთრებით პანდემიისას იჩინა თავი და მაღაზიების გაკოტრება გამოიწვია.  თუკი  სუპერმარკეტები კლიენტებს პროდუქციის  ფართო არჩევანს და წამახალისებელ აქციებს სთავაზობენ, უბნის მაღაზიების ამის მცირე რესურსიც არ აქვთ, გარდა „ნისიებისა“, რამაც ზოგიერთი მათგანი დღემდე მოიყვანა.


გლდანში სულ ახლახან ერთ–ერთი მინიმარკეტი დაიხურა. ობიექტის მფლობელი თამილა გოშაძე  ამბობს, რომ სუპერმაკეტების ფონზე მუშაობა ძალიან გაუჭირდა და ბოლო დროს ვერც „ნისიამ“ გაამართლა:


„ჩვენ გარშემო 4 წამყვანი ბრენდის მსხვილი მარკეტი მუშაობს. ასეთ ფონზე გვიკვირს, რომ აქამდეც მოვედით. მათ ფასდაკლებები აქვთ, სხვადასხვა აქციები, ფართო ასორტიმენტი და მომხმარებელი ამის გამო ყოველთვის ჰყავთ. არავინ არ უყურებს იმას, რომ  ფასდაკლებით გასაყიდი პროდუქტის გვერდით, „ცეცხლის ფასებია“ და ყველაფერი ლამის სამმაგ ფასში იყიდება. ბოლო დრომდე „ნისიამ“ გვამუშავა, შევინარჩუნეთ გაჭირვებული მომხმარებელი, მაგრამ სამაგიეროდ  გაგვიჭირდა ფულის ამოღება. ასე გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში, ახალი პროდუქტის დამატებაც გაგვიჭირდა შემცირებული მოგების გამო, ამიტომ დახურვა ვარჩიეთ. ახლა ძირითადად ხილ-ბოსტანი ამართლებს. ჩვენს უბანში, საცხოვრებელი კორპუსების ქვემოთ სამ-სამი სურსათის მაღაზია მუშაობდა და ერთი დარჩა“, - ამბობს თამილა გოშაძე.


უბნის მაღაზიების პრობლემები ცნობილია ქართულ მაღაზიათა ასოციაციისთვის, რომელიც ასობით ასეთ მაღაზიას აერთიანებს. ასოციაციის თავმჯდომარის, სანდრო სუბელიანის თქმით, მაქსიმალურს აკეთებენ, რათა მაღაზიებს გადარჩენაში შეუწყონ ხელი, თუმცა არაკონკურენტუნარიან ბაზარზე მცირე სეგმენტისთვის პოზიციების შენარჩუნება დიდ სირთულეს წარმოადგენს.



„უბნის მაღაზიების დახურვის ტენდენცია შესამჩნევია.  ჩვენ ვცდილობთ, რომ შევუწყოთ ხელი და გადარჩენაში დავეხმაროთ. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ხშირად არ იძლევა. მათი მოგება მცირდება, უკვე თავს ვერ ინახავენ და წაგებაზე მუშაობენ. ამის გამო ბევრი მაღაზია იკეტება. ამას ხელს უწყობს ფასების ზრდა, ინფლაცია და სხვა, განსაკუთრებით კი არაჯანსაღი კონკურენცია.  ბაზარზე არასამართლიანი კონკურენტული გარემოა, სუპერმარკეტები ბევრად დაბალ ფასს ადებენ პროდუქციას, ფართო არჩევანი და შესაბამისად, მეტი რესურსი აქვთ, რომ მცირე მოთამაშეებს არაჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ, რაც შემდეგში მათ მუშაობაზე აისახება. მაღაზიების დახურვის ტენდენცია წლების წინ დაიწყო, თუმცა პანდემიისას  ტემპი უფრო დაჩქარდა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან  მცირე მოთამაშეები არიან, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ კონკურენციის დიდ ჯაჭვში ჩაბმა და გავლენის მოხდენა ბაზარზე“, - ამბობს სანდრო სუბელიანი „კომერსანტთან“ საუბარში.


მისივე თქმით, მსგავსი რისკის ქვეშ არის უბნის მაღაზიების უმეტესობა. შექმნილი ვითარებიდან სუბელიანი ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას  და არ მოხდეს მათი უფლებების შელახვა, მთავრობის მხრიდან  ნებისმიერი რეგულაციის მიღების დროს.


ცნობისთვის, ქართულ მაღაზიათა ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა და  დღეისთვის 500-მდე მაღაზიას აერთიანებს. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up