უჩა მამაცაშვილის ადვოკატი - ადგილი აქვს სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობას

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი - ადგილი აქვს სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობას

access_time2022-07-08 12:34:35

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ეხმიანება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, თითქოს სასამართლო სხდომაზე უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორმა, ვერ დაადასტურა უჩა მამაცაშვილის რეპუტაციული ზიანი და ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმ წუხილებთან, რომელიც უჩა მამაცაშვილს მის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების შედეგად გაუჩნდა. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

„ეს არის მორიგი ტყუილი და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გზით სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა. სამწუხაროა, რომ მოპასუხე მხარე აგრძელებს მის მიერ არჩეულ ტაქტიკას, სიცრუის ტირაჟირების გზით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის იმგვარად ფორმირება, რომ სასამართლო მოექცეს ამ აზრის გავლენის ქვეშ.

 

სინამდვილე კი არის ფაქტები და ეს ფაქტები დევს საქმის წარმოების მასალებში. მათ შორის მოწმეების ჩვენებების აუდიო ვერსიები, რომლებიც ნებისმიერ ობიექტურ ადამიანს სწორედ იმის საპირისპირო აღქმას გაუჩენს, რასაც ჩვენი მოწინააღმდე მხარე საჯაროდ აცხადებს.



მოწმე გურამ ცანავამ, რომელიც ჩვენს მიერ მოწვეული მოწმე იყო, დაადასტურა, რომ საერთაშორისო ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის დაბრალება რა თქმა უნდა ლახავს ნებისმიერი ბიზნესმენის რეპუტაციას და ცხადია, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილის წუხილებიც, სწორედ მის მიმართ გაჟღერებულ ამგვარ ცილისმწამებლურ განცხადებებს უკავშირდებოდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილთან ერთად ის ჩართულია სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, სადაც პარტნიორები მსოფლიო დონის ევროპული ბრენდები არიან. ეს არის, ის რაც რეალურად თქვა უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორმა და არა ის სიცრუე, რაც გაავრცელა მოწინააღმდე მხარის ადვოკატმა ორგანიზაციამ. ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თავად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, რომელიც არის ანტიკორუფციული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დაადასტურა, რომ როდესაც ისინი აკეთებდნენ ცილისმწამებლურ განცხადებებს ბატონი უჩა მამაცაშვილის შესახებ, არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც ამჟამად გააჩნიათ ასეთი მტკიცებულებები.


ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ხოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყველა სპეკულაციური განცხადება, რაც ვრცელდება ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების მიერ არის ცილისწამება და ტყუილი“-აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up