უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვუგზავნით სახალხო დამცველს, რომელიც მისი გაცნობის შემდეგ დარწმუნდება საკუთარი პოზიციის არამართებულობაში

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვუგზავნით სახალხო დამცველს, რომელიც მისი გაცნობის შემდეგ დარწმუნდება საკუთარი პოზიციის არამართებულობაში

access_time2022-09-06 18:30:00

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩააბარათ. ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ერთ-ერთი ყველაზე კომპტენენტური და დასაბუთებულია. ისინი ამ გადაწყვეტილების გაგზავნას სახალხო დამცველისათვის აპირებენ, რომელმაც სასამართლო მეგობრის სახელით უჩა მამაცაშვილის და ანტიკორუფციული მოძრაობის საქმეზე დასკვნა წარადგინა.


„ეს არის ვრცელი, სამოცგვერდიანი გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლემ დეტალურად შეაჯამა ყველა მონაწილე მხარის და მოწმის მოსაზრებები, არგუმენტები, მტიცებულებები და მიიღო ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავი, კომპტენტური და დასაბუთებული გადაწყვეტილება.


თავისთავად ის ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი აქვს, როგორც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, ისე ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები ამ ტიპის დავებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილების დამაჯერებლობას და კომპტენციის მაღალ ხარისხს.


სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ ადამიანის პატივი და ღირსება არის შეუვალი, როგორც ამას ადგენს კონსტიტუცია და მისი შელახვა არ უნდა მოხდეს არც ერთ შემთხვევაში, მით უფრო ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების ხარჯზე.


სასამართლომ ასევე გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ ე.წ. ანტიკორუფციულ მოძრაობას არ ჰქონდა არანაირი კვლევა ჩატარებული, როდესაც მისი სპიკერები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე ცილს სწამებდნენ ბატონ უჩა მამაცაშვილს. შესაბამისად დადასტურდა, რომ ყველა ეს განცხადება იყო მათ მიერ დაგეგმილი ტყუილის კამპანიის ნაწილი.



ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავუგზავნით სახალხო დამცველს და ვიტოვებთ იმედს, რომ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, ის დარწმუნდება რამდენად სუბიექტური და უსამართლო იყო მისი, როგორც სახალხო დამცველის პოზიცია ამ დავაზე, როდესაც აშკარად მოუმზადებელი და ცალმხრივი დასკვნა წარუდგინა სასამართლოს. ასევე ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას დავუსხდეთ ნებისმიერ ფორმატში და დავუმტკიცოთ, როგორც ამ გადაწყვეტილების, ისე ჩვენი პოზიციების მართებულობა.“-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.


შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას მიერ, მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ყველა ბრალდება ცილისწამებად იქნა აღიარებული, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულ მოპასუხეს 5000 ლარი დაეკისრა, რომელიც უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადებით მოხუცებულთა თავშესაფარს გადაერიცხება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up