უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს არ გადაიქცეს მხარედ სასამართლო დავაში

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს არ გადაიქცეს მხარედ სასამართლო დავაში

access_time2022-07-11 18:25:59

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, სახალხო დამცველს მიმართავს თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებებისა და შეფასებებისგან, რაც პირდაპირ შეიძლება იქნეს აღქმული სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად და ემსახურება მოპასუხე მხარის, ანტიკორუფციული მოძრაობის და მისი წარმომადგენლების ინტერესებს.


„კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„მხოლოდ სამწუხარო შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ე.წ. სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებას, რომელიც სახალხო დამცველმა წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბატონ უჩა მამაცაშვილსა და ორგანიზაცია ანტიკორუფციულ მოძრაობას შორის მიმდინარე დავაზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დასკვნა არის მიკერძოებული და არასაგნობრივი. სახალხო დამცველი აშკარად გაცდა საკუთარ მანადატს, როდესაც უხეშად ჩაერია სამოქალაქო დავის საქმეში, რაც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად.



სახალხო დამცველი პირდაპირ მოუწოდებს სასამართლოს, რომ არ დააკმაყოფილოს ბატონი უჩა მამაცაშვილის, თუნდაც სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნა, ვინაიდან მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ნებისმიერი ბრალდება და ცილისწამება გააჟღერონ ნებისმიერი პირის მიმართ, თუმცა აქვე ავიწყდება, რომ არსებობს ადამიანის უფლებები, მათ შორის პატივის და ღირსების უფლება, რომელიც თითოეული მოქალაქის შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებაა.


ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის უფლებას, ასევე არასამთავრობო სექტორს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქციები გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ პატივის და ღირსების უფლების შელახვა, არც ერთი სხვა უფლების რეალიზების ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ეს დადასტურებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით და პრეცედენტული სამართლით.


მოვუწოდებთ სახალხო დამცველს დარჩეს საკუთარი მანდატის ფარგლებში, თავი შეიკავოს კერძო სუბიექტებს შორის დავაში უხეში ჩარევისაგან, მით უფრო რომელიმე მხარის სასარგებლოდ და ასევე დაინტერესების შემთხვევაში ვთავაზობთ საგნობრივ შეხვედრას, მისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში. ჩვენ მზად ვართ სახალხო დამცველს წარვუდგინოთ უტყუარი ფაქტები უჩა მამაცაშვილის მიმართ გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთა ობიექტური შეფასების შემთხვევაშიც, იმედი მაქვს სახალხო დამცველი მსგავს დასკვნას ხელს არ მოაწერდა“, აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.


შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის მოითხოვს ორგანიზაცია ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანი ანაზღაურებას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up