უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 5.11 მილიონი ლარი მიიღეს - ფლანგვის დეტექტორი

უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 5.11 მილიონი ლარი მიიღეს - ფლანგვის დეტექტორი

access_time2023-02-09 23:30:13

„ფლანგვის დეტექტორი“ მორიგ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 5.11 მილიონი ლარი მიიღეს. შპს უნივერსალ სპირიტის და შპს გრუზვინპრომის მეპატრონე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია. ამ კომპანიებს სახელმწიფომ მილიონობით ლარი ტენდერის გარეშე გადაუხადა, რათა მათგან ყურძნის გადასამუშავებელი და სპირტის სახდელი აპარატების მომსახურება პირდაპირი წესით შეესყიდა.

 

ვახტანგ კარიჭაშვილი და უჩა მამაცაშვილი 50-50%-იან წილებს იყოფენ შპს მელიქიშვილი ინნ-ში. კარიჭაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ქართული ოცნებისთვის ჯამში 320,000 ლარი აქვთ შეწირული,  წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.


„ფლანგვის დეტექტორის“ კვლევა სრულად გთავაზობთ;


„არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მევენახეებს - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის აგვისტოში. ამასთანავე აღნიშნა, რომ  მთავრობას 2022 წელს სუბსიდირება  150 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. გამოყოფილი 150 მილიონი ლარი სამ ძირითად კომპონენტს უნდა მოხმარებოდა:

 

პირდაპირ სუბსიდირებას;

 

ჭარბი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებას;

 


ყურძნის შესასყიდად სესხის პროცენტის თანადაფინანსებას.

 

მთავრობამ ამ სექტორის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისება იყო, თუმცა 14 წლის შემდეგადაც სახელმწიფო კვლავ აგრძელებს დარგის სუბსიდირებას და ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები მზარდია. ჩვენ აქ არ განვიხილავთ, რამდენად გამართლებულია რთვლის სუბსიდირება, უბრალოდ მოგახსენებთ ფაქტებს, თუ როგორ და ვისთვის მუშაობს სუბსიდირების პროგრამა.

 

ჭარბ ყურძენს სახელმწიფო კომპანია მოსავლის მართვის კომპანია ყიდულობს, რომელიც ყურძნისგან ამზადებს ღვინოს, ხდის სპირტს და შემდეგ ასაწყობებს მას სახელმწიფო აუქციონზე გაყიდვისთვის. მოსავლის მართვის კომპანია ხელშეკრულებებს გამარტივებული შესყიდვის წესით აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტულ პირთან/კომპანიასთან, ყოველგვარი ტენდერისა და კონკურენციის გარეშე. 2022-2023  წლებში - 4,496,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან და 615,900 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან სწორედ ამ გზით გაფორმდა.

 

შპს გრუზვინპრომთან ხელშეკრულების საგანი ძირითად შემთხვევაში საბრენდე სპირტის შენახვა, სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიწოდება და მანქანა-დანადგარების საშუალებით ყურძნის გადამუშავების მომსახურება იყო. რაც შეეხება შპს უნივერსალ სპირიტთან 2022-2023 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ყველა მათგანი სპირტის სახდელი დანადგარების, ყურძნის დასაწური მოწყობილობების ან საბრენდე სპირტის შენახვის მომსახურების შესყიდვას შეეხებოდა.

 

კომპანიის მესაკუთრეები და კავშირები ქართულ ოცნებასთან

 

შპს უნივერსალ სპირიტის 100%-ის მესაკუთრე შპს საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებაა, ხოლო ამ უკანასკნელის მესაკუთრეები ვახტანგ კარიჭაშვილი და  გიორგი ღამბაშიძე არიან - რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები. რაც შეეხება შპს გრუზვინპრომს, მისი 100% წილის მეპატრონე არის  შპს Bolero & Company, რომლის 100% წილის მეპატრონე ვახტანგ კარიჭაშვილია. საბოლოო ჯამში ორივე კომპანია დაკავშირებულია ერთ პირთან - ვახტანგ კარიჭაშვილთან.

 

საინტერესოა ამ კომპანიების კავშირი ქართულ ოცნებასთან. პარტიული შემოწირულებების რეესტრის თანახმად, შპს Bolero & Company-ის 2020 წელს მმართველი პარტიისთვის 120,000 ლარი აქვს შეწირული; შპს გრუზვინპრომის დირექტორმა, მამუკა ფოთოლაშვილმა 2017 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შესწირა;  ხოლო შპს Bolero & Company-ისა და შპს უნივერსალ სპირიტის დირექტორს ირაკლი ბექაურს 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში ქართული ოცნებისთვის ჯამში 150,000 ლარი აქვს შეწირული.

 

საერთო ჯამში შპს უნივერსალ სპირიტ-თან და შპს გრუზვინპრომ-თან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ქართულ ოცნებას ჯამში 320,000 ლარი შესწირეს.

 

გარდა პარტიული შემოწირულებებისა, ვახტანგ კარიჭაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, კერძოდ 2021 წელს დაარსებული შპს მელიქიშვილი ინნ-ის 50-50%-ს ფლობენ უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კარიჭაშვილი, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან“, - ნათქვამია „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევაში.

 

ფოტო: ფლანგვის დეტექტორის






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up