CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთისა და სირიის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის შემოწირულება გაიღო. შემომწირველს ვინაობა არ გაუმჟღავნებია.
ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა
Twitter -ზე დაწერა.
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი Twitter-ზე.
თურქეთის მედიაარხი Anadolu Agency-მ ინფორმაცია დაადასტურა.