უცხოელებისთვის ცხოვრების ფასით თბილისი მსოფლიოს უიაფესი ქალაქების სამეულშია

უცხოელებისთვის ცხოვრების ფასით თბილისი მსოფლიოს უიაფესი ქალაქების სამეულშია

access_time2021-06-28 20:00:52

კომპანია Mercer-მა  უცხოელებისთვის ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქების ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა.

 

აღსანიშნავია, რომ ქალაქების ამ ჩამონათვალს, ზოგადად, ცხოვრების ღირებულების დადგენის პრეტენზია არ გააჩნია - ესა თუ ის ქალაქი, რომელიც რეიტინგში ძალიან ძვირებს შორის მოხვდა, შესაძლოა ადგილობრივებისთვის შედარებით იაფი იყოს.

 

რეიტინგი განიხილავს მხოლოდ უცხოელებისთვის ცხოვრების ღირებულებას, რომელიც ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

ათვლის წერტილად აღებულია ნიუ-იორკი, სადაც Mercer-ის შტაბ-ბინა მდებარეობს. დანახარჯები და ქვეყნების ადგილობრივი ვალუტების მერყეობა დოლარებში ითვლება. რეიტინგის შედგენისთვის რამდენიმე კრიტერიუმი ფასდება  - საცხოვრებელი ფართის ქირა, ტრანსპორტის, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, ოჯახური ნივთების, გართობის და სხვა საქონლის თუ სერვისის ღირებულება უცხოელი მოქალაქეებისთვის.

 

სულ გათვალისწინებულია 200-ზე მეტი კრიტერიუმი.  მონაცემი ასახვას 2021 წლის მარტში შექმნილ ვითარებას.

 

Mercer-ის ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ბიზნეს-კომპანიების და დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი - 2020 წლის რეიტინგში ის მე-2 ადგილზე იყო.


 

მეორე პოზიციაზე ჰონკონგი, რომელის გასულ წელს პირველი იყო. მესამე ადგილზე მოულოდნელად ავიდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი, რომელიც 2020 წელს 45-ე ადგილზე იყო.

 

ასეთი სწრაფი დაწინაურების მიზეზებია ფინანსური კრიზისი ქვეყანაში და ქალაქის პორტში მომხდარი გრანდიოზული აფეთქება, რომელმაც 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, და უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა - რასაც სხვა პროდუქტისა და მომსახურების გაძვირება ავტომატურად მოჰყვა.

 

პირველ ათეულშია ასევე ტოკიო, ციურიხი, შანხაი, სინგაპური, ჟენევა, პეკინი და ბერნი.

 

მსხვილ ქალაქებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს სეული (11), ნიუ-იორკი (14), რომელმაც პანდემიის და საპროტესტო გამოსვლების გამო 1 წელიწადში 8 საფეხური დაკარგა, თელ-ავივი (15), ლონდონი (18), პარიზი (33), ვენა (37), დუბაი (42), ბანგკოკი (46), რომი (47), ვაშინგტონი (51), ბრიუსელი (53), ბერლინი (60), მადრიდი (62), სტოკჰოლმი (72), პრაღა (90), ტორონტო (98), ჯაკარტა (104), ათენი (115), დელი (117), ჰავანა (134), კაირო (137) ჰანოი (139), ბუდაპეშტი (162), ბელგრადი (163), ვარშავა (164), სტამბოლი (173), კეიპტაუნი (178), და რიო-დე-ჟანეირო (191).

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ტრადიციულად უცხოელებისთვის ყველაზე ძვირი ქალაქია მოსკოვი, თუმცა, რუსეთის დედაქალაქი 1 წელიწადში რუბლის დევალვაციის გამო 41 პუნქტით ჩამოქვეითდა და 62-ე ადგილი დაიკავა.

 

მოსკოვის გარდა რეიტინგში მოხვდნენ რიგა (97), სანქტ-პეტერბურგი (119), ტალინი (132), ვილნიუსი (143), კიევი (197), ბაქო (172), ალმატი (193), ერევანი (195), მინსკი (197) და ტაშკენტი (203).

 

თბილისი რეიტინგში უცხოელებისთვის 3 ყველაზე იად ქალაქს შორისაა - ის 207-ე ადგილზეა. საქართველოს დედაქალაქს უსწრებენ მხოლოდ ანგოლას დედაქალაქი ლუსაკა (208) და  Mercer-ს თანახმად, ყველაზე იაფი ქალაქი - ყირგიზული ბიშკეკი  - ბოლო 209-ე ადგილი.

 

წყარო: mercer.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up