ბოლო 10 წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ოდენობა 14-დან 260 მილიონამდე გაიზარდა

ბოლო 10 წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ოდენობა 14-დან 260 მილიონამდე გაიზარდა

access_time2023-03-15 20:00:26

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების რაოდენობაც,  ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.  PMC-ის მონაცემების მიხედვით, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა 61-დან 183-მდე გაიზარდა. მათგან უმეტესობა ინგლისურენოვანია (158), ხოლო 19 რუსულენოვანი. 2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისათვის საბაკალავრო პროგრამების რაოდენობა 34-დან 91-მდე, სამაგისტრო პროგრამები 13-დან 46-მდე, ხოლო სადოქტორო პროგრამები 6-დან 13-მდე გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამების რაოდენობა 8-დან 33-მდე გაიზარდა. ხოლო უნივერსიტეტების რაოდენობა რომლებიც სტუდენტებს უცხოენოვან საგანათლებო პროგრამებს სთავაზობენ 11-დან 34-მდე გაიზარდა.


2022-2023 აკადემიურ წელს, წინა წელთან შედარებით, პროგრამების რაოდენობის ზრდა შესამჩნევია ყველა აკადემიურ საფეხურზე, დოქტორანტურის გარდა, რომლის რაოდენობაც იგივე დარჩა.


„2022-2023 სასწავლო წელს იმ უცხოენოვან პროგრამებზე, რომლებზეც უცხოელი სტუდენტები სწავლობენ, პროგრამების 29% - მედიცინასთან დაკავშირებულ პროგრამებზე მოდის; ბიზნესზე, მართვასა და სამართალზე - 20%; სოციალურ, ბიჰევიორისტულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნებაზე - 21%; სხვა პროგრამებზე - 30%. ამ პროგრამებზე უცხოელი სტუდენტები შემდეგნაირად არიან გადანაწილებულები: 88% მედიცინასთან დაკავშირებულ პროგრამებზე სწავლობს; ბიზნესზე, მართვასა და სამართალზე - 4%; სოციალურ, ბიჰევიორისტულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნებაზე - 2%; სხვა მიმართულებებზე - 6%. ამრიგად სტუდენტების განაწილება მიმართულებებზე არათანაბარია.



„2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც სწავლობენ უცხოელი სტუდენტები, საშუალო გადასახადი 4,300 ლარიდან 9,400 ლარამდე გაიზარდა. საშუალო გადასახადის წლიური ზრდის მაჩვენებლებმა 9% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გადასახადი გაიზარდა ლარში 2013-2021 წლებში, დოლარში გადასახადი არ გაზრდილა. ამრიგად, ლარში სწავლის გადასახადის ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ლარის გაუფასურებით. თუმცა 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლის საფასურის ზრდის ტემპმა დოლარში გადააჭარბა სწავლის საფასურის ზრდის ტემპს ლარში. ლარში საშუალო სწავლის საფასური 14%-ით გაიზარდა, დოლარში კი - 30%-ით. 2022-2023 სასწავლო წელს, უცხოენოვან პროგრამებს შორის ყველაზე მაღალი ფასი ჰქონდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას (37000 ლარი). შედარებისთვის, 2013-2014 წლებში ყველაზე მაღალი ფასი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე ფიქსირდებოდა (8150 ლარი).


უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის მთლიანი ოდენობა და მისი წილი განათლების სექტორის მშპ-ში 2013-2014 სასწავლო წლიდან სტაბილურად იზრდება. 2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ჯამური ოდენობა 14 მილიონი ლარიდან 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საშუალო წლიური ზრდის ტემპმა კი 39% შეადგინა.


სწავლის საფასურის მთლიანი ოდენობის ზრდა არ ყოფილა ისეთი შესამჩნევი დოლარში, როგორიც ლარში. საანალიზო პერიოდში გადახდილი სწავლის საფასურის ჯამური ოდენობა დოლარში 8 მილიონი აშშ დოლარიდან 89 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 32% შეადგინა. სწავლაში გადახდილი თანხის მოცულობის ზრდასთან ერთად მისი წილიც განათლების სექტორის მშპ-შიც სტაბილურად იზრდებოდა. 2013-2014 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლისთვის წილი 1.1%-დან 7.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ, იმავე პერიოდში წილი 0.05%-დან 0.30%-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში, ბოლო დროს უცხოელი სტუდენტების ინტერესი საქართველოში სწავლის მიმართ სწრაფად იზრდება. ამ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართულმა უნივერსიტეტებმა დაიწყეს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის გაზრდა. უცხოელი სტუდენტების მზარდ რაოდენობასთან ერთად საგრძნობლად გაიზარდა მათი ფინანსური წვლილი ქართულ უმაღლეს განათლებაშიც. თუმცა გაზრდილი ინტერესი უფრო ჰომოგენური ხდება და სტუდენტების დიდი უმეტესობა ირჩევს სამედიცინო პროგრამებს. სამედიცინო სფეროს მიმართ გაჩენილმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, გარკვეული გამოწვევები შექმნას მომავალში. ამის გათვალისწინებით, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო სისტემამ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების მოსაზიდად, ასევე, მედიცინის გარდა სხვა აკადემიურ სფეროების მიმართაც უნდა გაზარდოს უცხოელი სტუდენტების ინტერესი“, - განმარტავენ   PMC-ში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up