ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2023 წლის იანვარში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 61.2 მლნ-ზე მეტი ოპერაცია, თანხობრივად 4.9 მილიარდ ლარზე მეტი., ხოლო ბოლო ერთ წელიწადში (2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით) 690.4 მლნ-მდე ოპერაცია განხორციელდა, რომელმაც 60.4 მლრდ ლარი შეადგინა.
ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარში 590 151 ლარი შეადგინა, ერთ წელიწადში კი 5.9 მლრდ ლარი, რაც 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 87%-ით (3.15 მლრდ ლარით) აღემატება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 570 000-მდე შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7.25 მლნ ერთეულია.