უცხოეთში ქართველ ბრენდ-შეფებზე დიდი მოთხოვნაა

უცხოეთში ქართველ ბრენდ-შეფებზე დიდი მოთხოვნაა

access_time2023-02-16 10:00:23

ქართველ ბრენდ-შეფებზე უცხოეთშიც დიდი მოთხოვნაა. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქართული გასტრონომია პოპულარულია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც და შესაბამისად ქართველ შეფებზე, რომლებიც ბევრნი არ არიან, უცხოეთის ბაზრებზე დიდი მოთხოვნაა.



„ჩვენს სფეროში არსებობს შეფი - ბრენდ შეფი, რომელიც ნიშნავს, რომ შესაძლოა სხვადასხვა რესტორნებში ქმნიდეს პროდუქტს და ქმნიდეს კერძს და მისი კერძი სხვადასხვა რესტორანში იყოს. ბრენდ შეფი საქართველოში ერთეულია და ეს ასეა არამარტო საქართველოში, არამედ სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც.



ასეთი ადამიანები საკმაოდ მოთხოვნადი არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული გასტრონომია და ქართული კულინარია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც წარმატებულია, ასეთ ადამიანებზე მოთხოვნაა.




ეს შეფები როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც ქმნიან კერძებს და ზუსტად ესენი არიან ის ბრენდ შეფები, რომელთა კერძებიც სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა მენიუებშია, ქართულ რესტორნებში.



ასეთი ადამიანები არ არიან ათეულები, ერთეულები არიან. ჩვენ დღეს ვართ იმ საწყისზე, როდესაც ნელ-ნელა იზრდება პროცესი. ის ვითარება, რაც 15 წლის წინ გვქონდა სრულად შეცვლილია და მხოლოდ და მხოლოდ დადებითისკენ.



შეიძლება ითქვას, რომ კოვიდმა ძალიან დააჩქარა დადებითი ასპექტით ეს პროცესი, ხალხმა ზუსტად იგრძნო რა არის ამ სფეროსთვის საჭირო“ - აცხადებს ბურჯანაძე.



რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართველ ბრენდ შეფებზე მოთხოვნა ძირითადად ევროპაშია - გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში და ასევე აშშ-ში, კერძოდ ნიუ იორკში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up