უცხოურ ბირჟებზე ისედაც შეჩერებული რუსული აქციების ლისტინგი პუტინმა კიდევ უფრო შეაჩერა

უცხოურ ბირჟებზე ისედაც შეჩერებული რუსული აქციების ლისტინგი პუტინმა კიდევ უფრო შეაჩერა

access_time2022-04-22 11:00:00

Bloomberg-ი წერს, რომ რუს ოლიგარქებს თავიანთი ბიზნესის საკუთრების სტრუქტურული კორექტირება უწევთ მას შემდეგ, რაც 16 აპრილს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უცხოურ საფონდო ბირჟებზე რუსული კომპანიების ლისტინგის გაუქმების შესახებ.

„ეს ნიშნავს, რომ რუსი მილიარდერები, როგორიც არის, მაგალითად, ვლადიმერ პოტანინი და რომლებიც უცხოეთში კოტირებულ კომპანიებს ფლობენ, ვეღარ შეძლებენ დეპოზიტარი ქვითრებიდან უცხოურ ვალუტაში დივიდენდების შეგროვებას,“ - წერს Bloomberg.

პუტინის ბრძანებით, უცხოურ ბირჟებზე რუსული დეპოზიტარებით ვაჭრობა რამდენიმე დღეში უნდა შეწყდეს, თუმცა ეს უფრო შებღალული პრესტიჟის დაცვის მცდელობაა, რადგან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ, Nasdaq-მა, ლონდონის საფონდო ბირჟამ და სხვა წამყვანმა საერთაშორისო ბირჟებმა რუსული აქციები ჯერ კიდევ მაშინ გაყინეს, როცა პუტინმა თებერვალში უკრაინასთან ომი დაიწყო.

ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს, რომ ანულირებული დეპოზიტარების უცხოელმა მფლობელებმა უნდა მიიღონ ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც რუსეთის არარეზიდენტ ანგარიშებზე არის განთავსებული.

Bloomberg-ის შეფასებით, უცხოური ლისტინგის აკრძალვა კიდევ ერთი დარტყმაა რუსი მილიარდერებისთვის, რომლებიც ისედაც დასავლეთის სანქციების სამიზნე არიან. მათზე დარტყმაა, ასევე, კრემლის მიერ კაპიტალის კონტროლი, რომელიც ფულის საზღვარგარეთ გატანის შესაძლებლობას ზღუდავს.


„ამით დაზარალდება იმ აქციონერების უფლებები, რომლებსაც სჯერათ რუსეთის, მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდნენ ინვესტიციებს რუსულ ბაზარზე და რუსული აქციების პირდაპირი ფლობა არ შეუძლიათ. მათ არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკასთან და არის რისკი, რომ საკუთრების უფლება უბრალოდ დაკარგონ,“ - განუცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაგნატმა გამოცემა „კომერსანტს.“

რუსულ კომპანიებს შორის, რომლებიც აქციებს საზღვარგარეთ ფლობენ, არის „სბერბანკი“, VTB, რომლის ლისტინგიც ლონდონში სანქციების შედეგად უკვე შეწყვეტილია, ასევე, „გაზპრომი,“ „აეროფლოტი,“ „ნოვატეკი,“ „ნორილსკ ნიკელი,“ „ლუკოილი,“ „სურგუტნეფტეგაზი“ და სხვები. ფასიანი ქაღალდების უმეტესი ნაწილით ვაჭრობა საზღვარგარეთ შეჩერებულია.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო ორგანომ, HM Revenue and Customs-მა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟის აღიარებულ სტატუსს გააუქმებს, რაც ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ უპრეცედენტო სანქციებს კიდევ უფრო ამძიმებს.

bpn.ge 

თეგები:
ლისტინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up