„უცხოურ გადამზიდავ კომპანიებთან მიმართებით ადგილობრივი ბიზნესი ცალსახად დაჩაგრულ მდგომარეობაშია“ - დავით მესხიშვილი

„უცხოურ გადამზიდავ კომპანიებთან მიმართებით ადგილობრივი ბიზნესი ცალსახად დაჩაგრულ მდგომარეობაშია“ - დავით მესხიშვილი

access_time2022-02-17 18:00:00

უთანაბრო გარემო უცხოურ კომპანიებთან მიმართებით, ბუნდოვანი სანებართვო სისტემები, ამ და სხვა საკითხების საკანონმდებლო ინიციატივებით დარეგულირებისთვის სახმელეთო ტრანსპორტის ასოციაცია შეიქმნა.


ასოციაციის მიზნებსა და პრობლემებზე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ასოციაციის დირექტორმა, დავით მესხიშვილმა ისაუბრა.


მისი თქმით, არსებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, აუცილებელია, რომ საქართველოში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით ევროდირექტივები დაინერგოს.


„გადამზიდავი კომპანიების მიერ შეიქმნა სახმელეთო ტრანსპორტის ასოციაცია, რომელიც წევრობაზეა დაფუძნებული. გაერთიანების მიზანია საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა, რომლებიც ამ ბიზნესს სწორ და თანაბარ გარემოში მოაქცევს. მეორე მიზანი, იმ საერთაშორისო რეგულაციების დაწევაა, რომლებთან მიმართებით საქართველოს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს, ანუ უნდა მოხდეს, ევროდირექტივების დანერგვა.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უთანაბრო გარემო, რომელიც ამ ბიზნესშია, გამოსწორდეს. არიან უცხოური კომპანიები, რომლებიც თავის ქვეყანაში ვერ საქმიანობენ, იქ ვერ აკმაყოფილებენ პირობებს და შემოდიან საქართველოში. ადგილობრივ ბიზნესსა და მათ შორის, არ არის თანაბარი სასტარტო პირობები. ასოციაციის მიზეზიც და მიზანიც, ამ პრობლემების გამოსწორებაა.


დეტალებში რომ ჩავიდეთ, გადაზიდვები ხორციელდება მრავალჯერადი ნებართვებით, მათი რაოდენობა კი როგორც ჩანს, არ არის საკმარისი. გადამზიდველები ითხოვენ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ქვეყნებთან აწარმოოს სწორი და დროული კომუნიკაცია, რადგან ნებართვები როცა იწურება, ტვირთის გადაზიდვა ვეღარ ხდება და ადგილობრივ კომპანიებს ანაცვლებენ სხვა ქვეყნიდან შემოსული კომპანიები და ჩვენი ბიზნეს კარგავს ადგილს. ბიზნესის ადგილს, რომელმაც ბიუჯეტში თანხა უნდა შეიტანოს, ანაცვლებენ კომპანიები, რომლებიც თავის ქვეყნაში არ ფლობენ ხშირად შესაბამის ნებართვებს. ეს სისტემა ბუნდოვანია. გამოდის ისე, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ უამრავი რამ, რაც ხშირ შემთხვევაში არ მოეთხოვებათ უცხოურ კომპანიებს. ისინი შემოდიან საქართველოში და პრაქტიკულად გამოდის, რომ უპრობლემოდ იღებენ ერთჯერად და მრავალჯერად ნებართვებს. ჯანსაღ კონკურენციას კი არ უფრთხის ვინმე, სასტარტო პირობები უნდა იყოს საერთო. უცხოური კომპანიები არ უნდა აკეთებდნენ იმას ადვილად, რისთვისაც ადგილობრივ კომპანიებს მაღალი მოთხოვნები აქვთ წაყენებული.



ასევე, ადგილობრივ ბაზარზე პრობლემაა ე.წ დისპეჩერების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ არც მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არც ავტო სატრანსპორტო საშუალების ფლობას. უბრალოდ, აკავშირებენ დამკვეთს შემსრულებელთან და ეს ქმნის ცალკე პრობლემას.


შემდეგ კი, ხდება ისე, რომ ნებართვები, როცა საკმარისი აღარაა, ზედმეტობით აღებული ნებართვებით შავი ბაზრის პრინციპით მიდის ვაჭრობა.


ასე რომ, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან გადამზიდველები, ჩვენი მიზანი კი ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, არის უსამართლო და ბუნდოვანი ნებართვების სისტემის გამოსწორება. როცა ასოციაცია იქმნებოდა, ჩვენ ვიცოდით აბსოლუტურად ყველა კომპანიის აზრი, რომლებიც თვლიან, რომ უცხოურ გადამზიდავ კომპანიებთან მიმართებით ადგილობრივი ბიზნესი ცალსახად დაჩაგრულ მდგომარეობაშია. ეს ბიზნესი, აქამდე თუ ვითარდებოდა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ იმ დონის უკუსვლაა, შეიძლება ადგილობრივი კომპანიები გაკოტრდნენ.


ჩვენ მუდმივად გვესმის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისგან, რომ საქართველო უნდა იყოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონისთვის, პრაქტიკული ნაბიჯები კი არ იდგმება, თუ მაგისტრალის მშენებლობას არ ჩავთვლით. ამ ნაწილში წინ რომ წავიდეთ, ევროდირექტივების დანერგვაა საჭირო, რაც სამწუხაროდ, შეჩერებულია და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ესეცაა, რომ საქართველო როგორმე დაეწიოს საერთაშორისო რეგულაციებს, რომლის დანერგვის ვალდებულებაც გვაქვს აღებული“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


მისივე თქმით, ასოციაციაში ამჟამად 20 კომპანიაა გაწევრიანებული, თუმცა წევრების ოდენობა მზარდია.



BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up