უცხოური ბრენდების გასვლის შემდეგ რუსეთის სავაჭრო ცენტრებს შემოსავალი შესაძლოა, 30-50%-ით შეუმცირდეთ

უცხოური ბრენდების გასვლის შემდეგ რუსეთის სავაჭრო ცენტრებს შემოსავალი შესაძლოა, 30-50%-ით შეუმცირდეთ

access_time2022-03-21 12:10:00

რუსეთის სავაჭრო ცენტრებში საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებულმა, მინიმუმ, 100-მა კომპანიამ შეწყვიტა ან შეამცირა მუშაობა, რომლებსაც საკუთარი მაღაზიები და რესტორნები ჰქონდათ ან პროდუქტების მიწოდებას ეწეოდნენ, ხოლო დარჩენილი მოიჯარეები ფასდაკლებებს ითხოვენ. Forbes-ის მონაცემებით, მაღაზიების დახურვამ შესაძლოა, წლის ბოლომდე სავაჭრო ცენტრების გაქირავების შემოსავალი 30-50%-ით შეამციროს.

CBRE-ის ანალიტიკოსებმა დახურული მაღაზიების წილი ბრენდების მიხედვით 15%-ად, ფართობის მიხედვით კი 20%-ად შეაფასეს. მსგავს მონაცემებს აქვეყნებს BlackStone S.A. Ricci და Knight Frank-იც, რომლის მიხედვითაც, სავაჭრო ცენტრებს იჯარით აღებული ფართობი, დაახლოებით, 20-25%-ით შეუმცირდათ.

კვლევითი Cushman & Wakefield-ის მიხედვით, უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებში საცალო მოვაჭრეთა წილმა, რომლებმაც ვაჭრობა შეწყვიტეს, შესაძლოა, მთლიანი ფართობის 60%-ს მიაღწიოს. Crocus Group-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ემინ აგალაროვის თქმით, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში დახურული მაღაზიების წილი შესაძლოა, იჯარით აღებული ფართობის 20%-დან 45%-მდე ვარირებდეს.

„ტრაფიკს პანდემიამდელი დონისთვის ისედაც არ მიუღწევია და 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს ოდნავ აღემატება, 2019 წელს კი 15-20%-ით ჩამორჩება,“ - აცხადებს CBRE-ის საცალო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა მალახათკო.

Becar Asset Management-ის ვიცე-პრეზიდენტ ოლგა შარიგინას გამოთვლით, მაღაზიებს, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს, სავაჭრო ცენტრის მთლიანი ტრაფიკის 50-60% -ზე მეტი მოჰქონდათ. მისი პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის ტრაფიკი შესაძლოა, 15-20%-ით, ხოლო იჯარის შემოსავალი 20-30%-ით შემცირდეს.

IPG.Estate-ის მმართველი პარტნიორი, ივან პოჩინშჩიკოვი უახლოეს მომავალში ტრაფიკის 10-15%-ით კლებას მოელის, წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი 25%-ით, ხოლო შემოსავალი 30-40%-ით შემცირდება.


Cushman & Wakefield-ის სავაჭრო უძრავი ქონების განყოფილების ხელმძღვანელი, ოლგა ანტონოვას პროგნოზით, „მეიჯარეების შემოსავალი, რაც მოიჯარეების რაოდენობაზე არის დამოკიდებული, 30-50%-ით ნამდვილად შემცირდება“.

„უცხოელების წასვილისთანავე, რუსულმა კომპანიებმა, როგორც ამბობენ, „შანსი გამოიყენეს“ და მეიჯარეებისგან შეღავათები მოითხოვეს,” - აცხადებს რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის სავაჭრო ცენტრების კავშირის პრეზიდენტი, ბულატ შაკიროვი.

ის მაგალითად ასახელებს შემოქმედებითი საქონლის ჰიპერმარკეტების ქსელ „ლეონარდოს“, „დეტსკი მირსა“ და მაღაზიების ქსელ Familia-ს. მათი მთავარი მოთხოვნა იჯარის პირობების ბრუნვის პროცენტზე გადატანაა.

„ჩვენ ბრუნვის პროცენტული გადახდის აბსოლუტურად პატიოსან სისტემაზე გადასვლას ვთავაზობთ: რამდენსაც გავყიდით, იმდენს გადავიხდით,” - აცხადებს „ლეონარდოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბორის კაცი.

მისი თქმით, როცა შემოსავალი 20%-ით მცირდება, ქსელს გასანულებლად მიმდინარე ტარიფზე ორჯერ დაბალი ქირის გადასახადი სჭირდება.

bpn.ge


თეგები:
ბრენდები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up