2023 წლის იანვარ-თებერვალში უცხოური საბანკო ბარათებით საქართველოში 553 მლნ ლარი დახარჯეს - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. ეს კი თითქმის 3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წელს უცხოური ბანკების ბარათებით ქვეყანაში სულ 570 მლნ ლარი დაიხარჯა.
ამასთან, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში არსებულ ბანკომატებში 265.5 მლნ ლარი, პოს-ტერმინალებში 261.8 მლნ ლარი და ელ. კომერციის ტერმინალებში 24.4 მლნ ლარის, ხოლო პროვაიდერის პოს-ტერმინალებში 1.3 მლნ ლარის ოპერაცია განხორციელდა უცხოური ბარათებით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველოში განლაგებულ საბარათე მოწყობილობებზე სულ თითქმის 10 მლრდ ლარის ტრანსაქცია განხორციელდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის თებერვალში 570 087 შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7 380 023 ერთეულია.