რუსული კომპანიები უცხოური „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ თვითმფრინავების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის საფასურის გადახდას დროებით რუბლებში შეძლებენ. ამ შინაარსის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1–ელ აპრილს მოაწერა ხელი. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
იგივე ეხება თვითმფრინავების დამხმარე მოწყობილობების და ძრავების შეძენა, იჯარა, ლიზინგის შემთხვევებს.
პუტინის განკარგულების თანახმად, რუსული კომპანიები რუსულ ბანკებში გახსნილი ანგარიშებიდან გადაიხდიან საფასურს რუბლში.