რას გამოიწვევს უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის დიდი სხვაობა? - ბუცხრიკიძის პასუხი

რას გამოიწვევს უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის დიდი სხვაობა? - ბუცხრიკიძის პასუხი

access_time2022-11-09 23:30:24

2022 წელს საბანკო სექტორს საკმაოდ დადებითი ზრდის მოლოდინი აქვს. როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ბოლო თვეების სტატისტიკით უცხოური ვალუტის დეპოზიტები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.


„საბანკო სექტორი და ზოგადად ფინანსური სექტორი, არის შუამავალი, ანუ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ეკონომიკაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მაღალი, შესაბამისად საბანკო სექტორის დამოკიდებულებიდან გამომდინარე წელს საკმაოდ ნორმალური ზრდა და მაჩვენებლებიც საკმაოდ კარგი იქნება, იმიტომ, რომ ყველა ინდუსტრია საკმაოდ დადებით მაჩვენებლებს იძლევა. რაც შეეხება მიგრანტების მონაცემებს ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით, არის სებ-ის რეგულაციები და ემატებოდა ევროკავშირის, ამერიკული და ბრიტანული რეგულაციები, რაც არსებობს ყველა ამ წესების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მიმდინარეობდა ანგარიშების გახსნა. ჯამურად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად ბოლო თვეების განმავლობაში უცხოური ვალუტის დეპოზიტები არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. რაც ირიბად რას ნიშნავს? რომ ამან უნდა გამოიწვიოს ის, რომ პოტენციურად სესხების გაზრდის მეტი საშუალება არსებობს“, - განმარტა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.


„თიბისი ბანკის“ გენერალური მენეჯერი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება მოხდეს ის, რომ ნაწილი დეპოზიტების რომელიც დღეს უცხოურ ვალუტაშია, საპროცენტო განაკვეთების გამო, თანდათანობით მოხდეს მათი გადაცვლა ლარებში.



„ის რომ საკმაოდ დიდი სხვაობა არსებობს უცხოური ვალუტისა და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის კარგი ბერკეტი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ნაწილობრივ, არა 100%-ით, მოხდეს ცვლილება სტრუქტურაში“, - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up