უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები

access_time2023-01-21 15:30:41

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი საუბრობს.

 


მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე მტვრის ნაწილაკების მატება ფიქსირდება. ამ მოვლენის მთავარი წყარო კი არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ესაა ქვეყნის გარედან უდაბნოს მტვრის შემოჭრა, რაც წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად გვიფიქსირდება და რამდენიმე ათეული შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხან საჰარის უდაბნოს, ხან შუა აზიის და არაბეთის ნახევარკუნძულიდან წამოსული უდაბნოს მტვერი ვრცელდება ძალიან დიდ ტერიტორიაზე. მათ შორის საქართველო ამ კუთხით ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა.

 


„ეს არაა იშვიათობა, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ ზამთარში ხშირად გვაქვს ინვერსია და ის ხელს უწყობს ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას და დაბინძურების დონის აწევას, რადგან  ზამთარში დაჭირხნულია ატმოსფერო, კონცენტრაციები გაცილებით მაღალია და თვალნათლივ ჩანს, თუმცა ზაფხულის პერიოდშიც გვქონია არაერთი შემთხვევა.




სხვადასხვა მოწყვლადობის მქონე, სხვადასხვა ტიპის ადამიანები – ბავშვები, ორსულები, გულსისხლძარღვთა და ფილტვის დაავდების მქონე პირები უნდა მოერიდონ ფიზიკურ აქტივობას, გარეთ დიდხანს ყოფნას, ჯობია დარჩნენ სახლში, ოთახი მოკლე ხნით გაანიავონ.

 


ჯანდაცვის ექსპერტების მიერ აღიარებულია, რომ მყარი ნაწილაკები არის ერთერთი ყველაზე სახიფათო დამაბინძურებელი, რადგან ესაა ძალიან წვრილი ნაწილაკები, ძალიან ღრმად აღწევს ადამიანის ორგანიზმში, ბრონქებში, ზოგი კი პირდაპირ სისხლში ხვდება, თუმცა დასამშვიდებელია ის, რომ ესაა ბუნებრივი მტვერი, არ არის მეტალურგიული ქარხნებიდან ან ქიმიური წარმოებიდან გაფრქვეული მყარი ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მძიმე ლითონებს, კანცეროგენულ ნივთიერებებს და ა.შ.“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.



მისივე თქმით, ევროპის ტერიტორიაზე მტვრის შტორმების დაკვირვბების ცენტრი ბარსელონაში მდებარეობს და ამ რუკაზე უკვე 15 იანვარს დაფიქსირდა აზიიდან საქართველოსკენ  მომავალი მტვრის მასივი.

 

რაც შეეხება პროგნოზებს, სპეციალისტის თქმით,  ამ დღეებში მტვერი უნდა გადავიდეს, თუმცა თუ მეტეოროლოგიური პირობები ხელსაყრელი არ იქნება – მაგალითად იქნება შტილი (წყნარი ამინდი) და არ იქნება ქარი, შეიძლება მტვერი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღე კიდევ შენარჩუნდეს.

 

ჯანდაცვა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up