უდაბნოს მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

უდაბნოს მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

access_time2021-07-07 10:00:00

უდაბნოს მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად მთავრობა ახალ ინვესტორს ეძებს და ახალი ინტერესთა გამოხატვაც გამოცხადდა.ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, რომელსაც გადასცემს „საქართველოს მზის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს.


ელექტროსადგური სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, მისი დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია.


პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,450,000 აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის 10%-ს გაიღებს.



პროექტის განხორციელებაზე საუბარი წლების მიდის. გამოცხადდა ტენდერიც, სადაც გამარჯვებულად "სოლარ ფაუერ ჯორჯია" გამოცხადდა.თუმცა,პროექტი ვერ განხორციელდა.პროექტის გაჭიანურება ძირითადად კომერციულმა საკითხებმა გამოიწვია, რადგან აღნიშნული ობიექტის ინვესტორებს საქართველოს მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (PPA) გაფორმებული არ ჰქონდათ და უდაბნოში აშენებული მზის სადგურის ელექტროენერგია ბაზარზე, სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა გაიყიდოს.


„მათ ვერ მოიძიეს შესაბამისი დაფინანსება. ვგულისხმობ, როგორც საკუთარ კაპიტალს, ასევე ბანკებიდან სესხების აღებას. მიზეზი კი, ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფის არაპროგნოზირებადობა იყო. ყველგან ისმოდა ეს კითხვა - რა ფასს მიიღებს, როცა ბაზარზე ივაჭრებს ეს სადგური. თუმცა, ამ პრობლემის წინაშე აღარ აღმოვჩნდებით, ვინაიდან 2021 წლიდან გვექნება ელექტროენერგიის ბირჟა, სადაც აღარ იმოქმედებს გარანტირებული შესყიდვების ტარიფი და იქნება საბაზრო ფასწარმოქმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა დაითვალოს ელექტროენერგიის ტარიფი და შესაბამისად, სამომავლო პროგნოზი გააკეთოს,“ - აცხადებდა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი 2020 წლის შემოდგომაზე.


business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up