იპოთეკის სუბსიდირებამ დეველოპერებისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა

იპოთეკის სუბსიდირებამ დეველოპერებისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა

access_time2021-12-21 11:00:39

სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციას დადებითად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა პრაქტიკულად 0-ის დონეზეა, შედარებით მცირე და საშუალო დონის პროექტები, რაც 2020 წელს უნდა განხორციელებულიყო, სრულად შესრულდა. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“  საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა  და კომპანია ,,არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.



მისი ინფორმაციით,  უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი პირველია, სადაც პანდემიური პრობლემის გავლენა არ იგრძნობა და მდგომარეობა მეტნაკლებად მოგვარდა, თუმცა ინვესტიციები გამოწვევად რჩება.

 


,,ბოლო პერიოდში პანდემია ჩვენს სექტორში არ იგრძნობა, მობილობა აღდგენილია და  რაიმე დამაბრკოლებელი რეგულაცია არ არის  ქვეყანაში. ყველაზე მეტი პრობლემა არის ინვესტიციები, რომელიც პრაქტიკულად 0-ის დონეზეა. მიუხედავად ამისა, უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა ნამდვილად არის, 2020 წელს ვერ შევადარებთ, რადგან ეკონომიკა ჩაკეტილი იყო. 2019 წელთან შედარებით, ლოგიკურია,  რომ მატება არის.  2021 წელს გაიყიდა ის ბინები, რომლის რეალიზაცია 2020 წელს იგეგმებოდა. უბრალოდ ელოდნენ კონკრეტულ დროს.  ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა უკეთესობა არის“, განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა ,,კომერსანტთან“.



მისი შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა შეღავათებმა, რომელიც დეველოპერულ ბაზარს პანდემიურ პერიოდში დაუწესდა.  თავის დროზე მთავრობის ამ ინიციატივამ სექტორში მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა.




,,შეღავათების გავლენა აშკარად პოზიტიურია. უძრავი ქონების ბაზარი და დეველოპმენტი ისეთი სეგმენტია, სადაც ნებისმიერი მხარდაჭერა კარგ უკუგებას იწვევს. 1 გაყიდული ბინა უამრავ ადამიანს ასაქმებს - ელექტრიკოსიდან, ტექსტილის და  ტექნიკის მაღაზიების, ასევე  ავეჯის ბიზნესის ჩათვლით. თუმცა პრობლემაა, რომ მსხვილი პროექტები არ განხორციელებულა, ამას უცხოური ინვესტიციების დეფიციტმა შეუშალა ხელი. პანდემიისას არც ერთი უცხოური ინვესტიცია არ განხორციელებულა უძრავი ქონების ბაზარზე“, - დასძენს ,,კომერსანტთან“ ირაკლი როსტომაშვილი.



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. 



ამასთან, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი.

 


გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით 1-ლი სექტემბრიდან 16 დეკემბრამდე  965 იპოთეკური კრედიტი გაიცა.



დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 107 010 382 ლარს შეადგენს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up