უძრავი ქონების ექსპერტებისთვის მასტერკლასი ალდაგის მხარდაჭერით შედგა

უძრავი ქონების ექსპერტებისთვის მასტერკლასი ალდაგის მხარდაჭერით შედგა

access_time2022-12-21 12:01:07


 

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი 

„უძრავი ქონების მოლაპარაკების ექსპერტი’’ (RENE | Real Estate Negotiation Expert) შედგა. ღონისძიების მოწვეული სპიკერი საერთაშორისო მენტორი, პრაქტიკოსი, ქოუჩი

ამერიკული ორგანიზაციის, უძრავი ქონების ბიზნესინსტიტუტის მიერ აკრედიტირებული ზოლა სერენცისი უძღვებოდა.

 

ალდაგსა და უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მიზანია ქონების დაზღვევის პროდუქტებზე ცნობადობის ამაღლება და ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებების შემუშავება. ღონისძიებაზე ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორის მოადგილემ, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია დაზღვევის შესაძლებლობების შესახებ და გააცნო უშუალოდ ქონების დაზღვევის პროდუქტების ფართო სპექტრი, რომელიც უძრავი ქონების აგენტებს  დაეხმარებათ, მომხმარებელთათვის უკეთესი პირობების შეთავაზებაში. 


 

„მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ქონებასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვაში. პარტნიორობის ფარგლებში, ვეცდებით, უძრავი ქონების აგენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გვჯერა, რომ ჩვენი კოლაბორაცია ორმხრივად სასარგებლო იქნება,“ - აცხადებს ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნათია ანასტასიადი.

 

აღსანიშნავია, რომ ალდაგში  ქონების დაზღვევა გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას მიიღებს. ალდაგი ბაზარზე მზარდ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მომხმარებელს იჯარით გაცემულ უძრავი ქონების დაზღვევაზე უნიკალურ და საჭირო პროდუქტებს სთავაზობს.

 

 (R)

 



თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up